The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ხელაშვილი

გიორგი ხელაშვილი
Date of birth:29 April, 1975  (49 years)
Category:Diplomat, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სანკტ-პეტერბურგი, რუსეთის ფედერაცია.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობებიის სპეციალობით 1998 წელს; ოქსფორდის უნივერსიტეტი 2021 წელს.

1997-1999წწ. საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის დილის პროგრამა "ალიონის" საერთაშორისო მიმომხილველი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის მთავარი სპეციალისტი; 1997-1998წწ. მონტერეის (აშშ) საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესწავლის ცენტრის მოწვეული მეცნიერ-თანამშრომელი; 2000-2001წწ. ოქსფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორის ასისტენტი; 2001-2003წწ. სამოქალაქო განათლების პროექტის საქართველოს განყოფილების მკვლევარი; 2001-2007წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის მასწავლებელი, ასისტენტ-პროფესორი; 2002 წელს- გაზეთი "24 საათის" ჟურნალისტი და საერთაშორისო მიმომხილველი; 2002-2003წწ. ტელეკომპანია "რუსთავი-2" ჟურნალისტი და საინფორმაციო პროგრამების წამყვანი; 2002-2004წწ. საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) მასმედიის გრანტების მენეჯერი; 2004-2007წწ. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის აკადემიური პროგრამების დირექტორი; 2005-2007წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის ასისტენტ-პროფესორი; 2006 წელს-თბილისისი სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2007-2009წწ. ოქფორდის უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო დეპარტამენტის კვლევითი ასისტენტი; 2008 წელს-ვილსონის ცენტრის კენანის ინსტიტუტის მოწვეული თანამშრომელი; 2010 წელს-ოქსფორდის უნივერსიტეტის წმინდა ანას კოლეჯის დეკანის თანაშემწე, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ევროპისა და ევრაზიის ინსტიტუტის მოწვეული თანამშრომელი; 2010-2013წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთომების მიმართულების ასისტენტ-პროფესორი; 2010-2013წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული სოციალურ მეცნიერებათ ცენტრის კვლევის და განვითარების კოორდინატორი, პროექტის დირექტორი; 2013-2017წწ. საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საქართველოს საელჩო ვაშინგტონი, აშშ; 2017-2019წწ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში; 2019-2020წწ. სსიპ საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორი; 2020 წლიდან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

Member of Organizations

  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშისროების კომიტეტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2020-)

Share: