The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ჯაბახიძე

შალვა ჯაბახიძე
დაბადების თარიღი:19 ივნისი, 1973  (50 წლის)
კატეგორია:სამხედრო პირი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის საარტილერიო და სახმელეთო ჯარების სამეთაურო-ტაქტიკური ფაკულტეტები; გაიარა კაპიტნის საკარიერო და სამეთაურო–საშტაბო კურსები; 2004 წელს სწავლა გააგრძელა აშშ-ის არმიის სკოლაში; 2008 წელს ლიტვის სამხედრო აკდემიაში, გერმანიაში სწავლობდა ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების კვლევების ეროვნულ ცენტრში; შვედეთში გაეროს შტაბის ოფიცერთა კურსზე.

1992-1993წწ. მოხალისედ იბრძოდა აფხაზეთის ომში; ძიუდოს საკავშირო ტურნირის მრავალგზის პრიზიორმა და ჩემპიონმა, სამბოში საქართველოს ჩემპიონმა პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ ომის დასრულების შემდეგ სპორტული კარიერა საბერძნეთში გააგრძელა; სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი ისევ შეიარაღებული ძალებს დაუბრუნდა და დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეციალური დანიშნულების რაზმში ჩაირიცხა; 1998 წლიდან მსახურობს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში; 2006-2007წწ. მონაწილეობდა სამშვიდობო მისიაში ერაყში; 2015-2016წწ. დროს იყო IV მექანიზირებული ბრიგადის მეთაური; სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალი (2016); 2016-2019წწ. გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე; 2019 წლიდან ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენელი; მიღებული აქვს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა უწყებრივი ჯილდო - თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლები - I, II და III ხარისხი; სამსახურეობრივ–საშტატო იარაღი და აშშ–ის მედლები საბრძოლო დამსახურებისათვის 2006 და 2007 წლებში. გენერალ-მაიორი (2019).

წყარო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: mod.gov.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "სამშობლოსათვის თავდადებული"
  • მედალი "გენერალი მაზნიაშვილი"
  • მედალი "გენერალი კვინიტაძე"

გააზიარე: