Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა ჯაბახიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის საარტილერიო და სახმელეთო ჯარების სამეთაურო-ტაქტიკური ფაკულტეტები; გაიარა კაპიტნის საკარიერო და სამეთაურო–საშტაბო კურსები; 2004 წელს სწავლა გააგრძელა აშშ-ის არმიის სკოლაში; 2008 წელს ლიტვის სამხედრო აკდემიაში, გერმანიაში სწავლობდა ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების კვლევების ეროვნულ ცენტრში; შვედეთში გაეროს შტაბის ოფიცერთა კურსზე. 1992-1993წწ. მოხალისედ იბრძოდა აფხაზეთის ომში; ძიუდოს საკავშირო ტურნირის მრავალგზის პრიზიორმა და ჩემპიონმა, სამბოში საქართველოს ჩემპიონმა პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ ომის დასრულების შემდეგ სპორტული კარიერა საბერძნეთში გააგრძელა; სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი ისევ შეიარაღებული ძალებს დაუბრუნდა და დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეციალური დანიშნულების რაზმში ჩაირიცხა; 1998 წლიდან მსახურობს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში; 2006-2007წწ. მონაწილეობდა სამშვიდობო მისიაში ერაყში; 2015-2016წწ. დროს იყო IV მექანიზირებული ბრიგადის მეთაური; სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალი (2016); 2016-2019წწ. გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე; 2019 წლიდან ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენელი; მიღებული აქვს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა უწყებრივი ჯილდო - თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლები - I, II და III ხარისხი; სამსახურეობრივ–საშტატო იარაღი და აშშ–ის მედლები საბრძოლო დამსახურებისათვის 2006 და 2007 წლებში. გენერალ-მაიორი (2019). წყარო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: mod.gov.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |