შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან კოტეტიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1981 წელს. 1981-1983წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მყარი სხეულების ფიზიკის კათედრა, მეცნიერ-თანამშრომელი; 1982 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ფიზიკის კათედრა, ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი. საერთაშორისო ჟურნალ Journal of Pharmaceutical and Applied Chemistry სარედაქციო საბჭოს წევრი; 2015 წლიდან - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ექსპერტი; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის და აკრედიტაციის ექსპერტი; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საავტორიზაციო საბჭოს წევრი; 2011 წლიდან - საერთაშორისო კონფერენციების საორგანიზაციო კომიტეტის წევრი; იულიხის კვლევითი ცენტრის წარმომადგენელი საქართველოში და საქართველოში განხორციელებულ პროექტებში; საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის (სტუ, თსუ, აგრიუნი და ილიაუნი) წარმომადგენელი იულიხის კვლევით ცენტრში და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში; 2012 წლიდან - იულიხის კვლევითი ცენტრისა (გერმანია) და სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი პროგრამების ავტორი და კოორდინატორი ("ქართულ-გერმანული სკოლა" და "შემოდგომის ლექციები") საქართველოში; საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სალექციო კურსები ზოგად ფიზიკაში და სამედიცინო ფიზიკაში (ქართულ და ინგლისურ ენებზე); საბაკალავრო პროგრამის "საინჟინრო ფიზიკა" და სამაგისტრო პროგრამის "სამედიცინო ფიზიკა" ხელმძღვანელი; ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სარედაქციო კოლეგიის წევრი. სამეცნიერო ნაშრომების და სახელმძღვანელოების ავტორი. რადიოფიზიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2004), პროფესორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.203; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.189 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |