The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი ცაგურია

ირაკლი ცაგურია
Other name:იტრია-სურამელი  (Pseudonym)
Date of birth:1892
Date of death:11 November, 1969  (at 77 years)
Category:Military Person

Biography

1915 წელს პრაპორშჩიკის წოდებით დაამთავრა პეტროგრადში მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი.

სამხედრო სამსახური კავკასიის ფრონტზე განაგრძო, კავკასიის მე-2 სამთო-საარტილერიო ბატარეაში. 1916 წელს ირაკლი ცაგურია სპარსეთის ფრონტზე იმყოფებოდა, იბრძოდა გენერალ ბარათოვის საექსპედიციო კორპუსში. პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში იბრძოდა კავკასიის ფრონტზე. იყო სამთო-საარტილერიო ბატარეის უფროსი. 1917 წლის ივლისში მონაწილეობდა ბოლშევიკების ამბოხების ჩახშობაში. ივლისის შუა რიცხვებში პეტერბურში მძიმე ვითარება იყო. ამას დაემატა ის, რომ ჩაიშალა ე.წ. "კერენსკის შეტევა". პეტროგრადის გარნიზონის ფრონტზე გაგზავნის ბრძანებამ ჯარისკაცების უკმაყოფილება გამოიწვია. 17 ივლისს დემონსტარციაზე 500 ათასამდე კაცი გამოვიდა. დიდი ნაწილი შეიარაღებული იყო, ყველაფერი მზად იყო სახემლწიფო გადატრიალებისთვის. დროებითი მთავრობის ნაწილი გადადგა,  მეორე ნაწილის ბედი გაურკვეველი იყო. განსაკუთრებით ბევრი ხალხი იყო თავრიდის სასახლესთან, მათ წინააღმდეგ გაიგზავნა კაზაკთა ასეული. ბოლშევიკების გავლენის ქვეშ მყოფ პირველი სარეზერვო პოლკის ჯარისკაცებმა მოკლეს 6 კაზაკი და 4 არტილერისტი, ერთი ზარბაზანი კი "დემონსტარნტებმა" ჩაიგდეს ხელში. კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა. ამ დროს შტაბს-კაპიტანი ირაკლი ცაგურია კავკასიის ფრონტიდან მივლინებით იყო გაგზავნილი პეტერბურგში. მან თავად გამოთქვა სურვილი კაზაკთა ასეულს გაყოლოდა. ირაკლი ცაგურიამ, ფაქტობრივად მარტომ, დარჩენილი ერთი ზარბაზნიდან ცეცხლი გახსნა და რამდენიმე გასროლით ბრბო დაფანტა. 1917 წელს დაჯილდოვდა გიორგის ჯვრით. 1918 წლიდან მსახურობდა ქართულ ჯარშია. მან ჯერ კიდევ 1918 წელს სომხეთთან ომის დროს, როდესაც სამთო-ცხენოსანი ბატარეის უფროსი იყო, გამოავლინა შენაერთის ხელმძღვანელობის უნარი და პირადი ვაჟკაცობა. ერთ-ერთი შეტაკებისას, ის ფაქტობრივად ალყაში მოექცა: "ერთად შეკუმშულან 80 მეომარი პოლკოვნიკ ცაგურიას მეთაურობით და მგლის ხროვასავით გარს შემორტყმული მტრისთვის თავზარდამცემი შეჭყივლებით ჰკვეთებიან. პოლკოვნიკ ცაგურიას მიუგდია ცხენი მოიერიშეებზე, გაუკაფავს ხმლით რამდენიმე კაცი და ასე ბრძოლით უვნებლად გამოსულან სამშვიდობოზე. დაჭრილა ცაგურია ბარძაყსა და ხელში ხიშტით". (ა.ჩაჩხიანი "დაშნაკთა ნაციონალისტურ-ექსპანსიონისტური იდეოლოგია და სომხეთ-საქართველოს 1918-1919 წლების ომი"). 1921 წლის 24 თებერვალს ის მცირერიცხოვანი რაზმით რუსების კავალერიას ეკვეთა. გვარდიის იმერეთის ბატალიონის უფროსი აკაკი კვიტაიშვილი წერდა "ჩვენი ცხენოსანი ბრიგადა პასიურ მდგომარეობაშია, ვინაიდან მათი ახალი უფროსი პოლკოვნიკი სიდამონ-ერისთავი დაიბნა და ინიციატივას ვერ იჩენს. ყოველივე ამის მიუხედავად, თავისი პირადი ინიციატივით, პოლკოვნიკი ცაგურია თავისი ორი ესკადრონით ეკვეთა მტერს სოფელ ნორიოსთან. აქ პოლკოვნიკი ცაგურია დაიჭრა, მაგრამ მისმა მანიოვრმა მთლიანად შეაჩერა ჟლობას მოძრაობა. მხოლოდ ერთი პატარა თარეში გამოჩნდა სოფელ ავჭალასთან, რომელიც განდევნილ იქნა". ოკუპაციის შემდეგ საქართველოში დარჩა. ირაკლი ცაგურია 1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი მეთაური იყო. თავდაპირველი გეგმის თანახმად მას ვაზიანი უნდა აეღო, ხელში ჩაეგდო ზარბაზნები და თბილისისთვის შეეტია. სამწუხაროდ პოლკოვნიკმა ირაკლი ცაგურიამ ვაზიანის დაკავება ვერ შეძლო. აჯანყების დამარცხების შემდეგ წავიდა ემიგრაციაში. ცხოვრობდა ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ ჟურნალ-გაზეთებთან. აქვეყნებდა წერილებს საკუთარი სახელით და ფსევდონიმებითაც.

წყარო: შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.geრუსეთის საიმპერატორო არმიის ოფიცრები: ria1914.info


Share: