The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე შარვაშიძე

კონსტანტინე შარვაშიძე
Date of birth:22 October, 1858
Date of death:15 October, 1914  (at 55 years)
Category:Nobleman, Military Person

Biography

დაამთავრა კიევის ვლადიმირის სამხედრო გიმნაზია; მე-3 სამხედრო სასწავლებელი და ოფიცერთა სკოლა.

სამხედრო სამსახურში იყო 1879 წლიდან. პოდპორუჩიკი (1881), შტაბს-კაპიტანი (1892), კაპიტანი (1896). პორუჩიკის ჩინით 1885 წლიდან მსახურობდა ერევნის გრენადერთა მე-13 პოლკში. სხვადასხვა დროს მსახურობდა საქართველოში, რუსეთსა და სომხეთში; ხელმძღვანელობდა სამხედრო ნაწილებსა და სამხედრო ოპერაციებს. 1904-1905 წლებში მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში; 1909 წელს გადაიყვანეს სოხუმში. იყო I მსოფლიო ომის მონაწილე; დაიღუპა სოფელ კორობეცთან (ქ. სუვალკის მახლობლად, პოლონეთი) გამართული ბრძოლების დროს; გარდაცვალების შემდეგ, 1915 წლის 15 თებერვალს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. დაწესებული იყო კონსტანტინე შარვაშიძის სახელობის სტიპენდია სოხუმის რეალური სასწავლებლის, სოხუმის ქალთა გიმნაზიის და სოხუმის მებაღეობის სკოლის სტუდენტებისათვის.

წყარო: რუსეთის საიმპერატორო არმიის ოფიცრები: ria1914.info

Awards and Honors

  • 1907 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1902 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი

Share: