The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ მეგრელიშვილი

ზურაბ მეგრელიშვილი
დაბადების თარიღი:28 მაისი, 1949  (75 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

განათლების მიმართულება: ინჟინერია, მშენებლობა (წყალმომარაგება და კანალიზაცია).

1987-1988წწ. ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, N81 ზოგადსაინჟინრო კათედრის დოცენტი; 1988-2004წწ. - ფაკულტეტის დეკანი; 2004-2006წწ. - ზოგადსაინჟინრო კათედრის პროფესორი; 2006- 2010წწ. - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტექნოლოგიური ფაკულტეტის ტექნოლოგიებისა და საინჟინრო მენეჯმენტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2010-2013წწ. - ტექნოლოგიური ფაკულტეტის ტექნოლოგიებისა და საინჟინრო მენეჯმენტის დეპარტამენტის სრული პროფესორი; 2013 წლიდან - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტექნოლოგიური ფაკულტეტის ტექნოლოგიებისა და საინჟინრო მენეჯმენტის  დეპარტამენტის ხელმძღვანელი. სამეცნიერო ინტერესების სფეროწყალმომარაგება წყალარინება, წყლის რესურსების რაციონალური გამოყენება. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი; მონაწილეობს სამეცნიერო ფორუმებში. ინჟინერ-მშენებელი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2003).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.212; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი: bsu.edu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: