Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სოფიო კუბლაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 1994-1999 წლებში სწავლობდა ჯერ თბილისის, შემდეგ ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე; მინიჭებული აქვს ქართული ენის ფილოლოგიის მაგისტრის ხარისხი. 2001-2019წწ. მუშაობდა ქუთაისისა და თბილისის საჯარო თუ კერძო საშუალო სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; არის სერტიფიცირებული პედაგოგი; 2000-2006წწ. მუშაობდა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; იყო იმერული დიალექტის შემსწავლელი სამეცნიერო ჯგუფის მეცნიერ-თანამშრომელი, მონაწილეობდა დიალექტურ-ეთნოგრაფიულ ექსპედიციებში; 2012-2022წწ. მუშაობდა ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტად და პროგრამების კოორდინატორად შემდეგ ორგანიზაციებში: "ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის" (ქუთაისი), "SOS ბავშვთა სოფელი" (ქუთაისი), "ღია სახლი" ქუთაისი). ლიტერატურული შემოქმედება: საბავშვო პროზა - თხზულება "მარცვალას ოინები" - გამომცემლობა ინტელექტი, 2024 (კონკურსის "გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი - 2021" ფინალისტი); რომანი "ორი დაბადება" - გამომცემლობა ინტელექტი, 2021; ნოველების კრებული "ოკრიბის ღმერთი" - გამომცემლობა ინტელექტი, 2019 (2020 წელს ლიტერატურული კონკურსის - "ლიტერა" - ფინალისტი, წლის საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში); 2018-2019 წწ. მოთხრობები "გელა", "მონადირე", "გაფუჭებული ტელეფონი", "მესამე მე" - კონკურსის "ვწერ მასწავლებლისთვის" საუკეთესო ათეულის შემადგენლობაშია. "მასამე მე" საპრიზო ადგილის ლაურეატია (2023). მოთხრობები გამოქვეყნებულია ჟურნალ "მასწავლებლის" სპეციალურ გამოცემებში და ინტერნეტგაზეთ "mastsavlebeli.ge"-ზე. "მონადირე", "გელა", მოთხრობების კრებული "ვწერ მასწავლებლისთვის", გამომცემლობა ინტელექტი, 2023; მოთხრობა "ნარინჯისფერი ავტობუსი", ჟურნალი "არილი", 2022, N8 (308); მოთხრობა "როცა სიზმარში დემონი მოდის", გაზეთი "ლიტერატურული გაზეთი", 2021, N294-295; მოთხრობა "გვირაბი", გაზეთი "ლიტერატურული საქართველო", 25 სექტემბერი, 2020, N20; ლექსების კრებული "კარის პოეზია", ელექტრონული წიგნების სახლი - "საბა", 2017. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |