შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ სილაგაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტი, სპეციალობით ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი, 1956 წელს. 1957-1961წწ. - საქართველოს წყალთა მეურნეობის სამინისტროს საპროექტო ინსტიტუტი "საქწყალპროექტი", ინჟინერი, უფროსი ინჟინერი, ჯგუფის ხელმძღვანელი; 1961-1964წწ. - საკავშირო ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი, მოსკოვი; 1964 წელს - ამავე ინსტიტუტის უფროსი ინჟინერი; 1964-1965წწ. - "საქწყალპროექტის" ჯგუფის ხელმძღვანელი; 1965 წლიდან – გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი; 1973-1975წწ. - რესპუბლიკა კუბა, ქ. სანტა-კლარა, საბჭოთა სპეციალისტების ჰიდრავლიკების ჯგუფი, ინჟინერი. მიხი სამეცნიერო საქმიანობა ეხება ჰიდროსატრანსპორტო სისტემების საიმედოობისა და ეფექტურობის ამამაღლებელი მეთოდებისა და საშუალებების კვლევას; 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და გამოგონების ავტორი, მათ შორის ერთი მონოგრაფია და 21 გამოგონება; მონაწილეობდა 20-ზე მეტ რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1999). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.230; გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი: mining.org.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |