The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე სირბილაძე

კონსტანტინე სირბილაძე
Date of birth:11 May, 1955  (69 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა ნ. მუსხელიშვილის სახელობის ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი ინჟინერ-ქიმიკოს ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1977 წელს; მოსკოვის საფეიქრო ინსტიტუტის ასპირანტურა - 1986 წელს. 1988-1989წწ. - ბუდაპეშტის ტექნიკური უნივერსიტეტი, სტაჟიორ-მკვლევარი.

1978-1982, 1986-1987, 1988-1990წწ. - ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ასისტენტი; 1990-2005წწ. - ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, უფროსი მასწავლებელი; 1998-2003წწ. - ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი, მსუბუქი მრეწველობის ქიმიური ტექნოლოგიის გაერთიანებული კათედრა-დეპარტამენტის გამგე; 2003-2005წწ. - საფეიქრო და მსუბუქი მრეწველობის ქიმიური ტექნოლოგიის კათედრის გამგე; 2003-2006წწ. -  მაგისტრატურის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2005 წელს - მაგისტრატურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2005-2006წწ. - დოცენტი; 2006 წელს - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მსუბუქი მრეწქველობის ნაკეთობათა ტექნოლოგიის დეპარტამენტის კოორდინატორი; საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი; 2006 წლიდან - აკაკი წერეთლის სახელწიფო უნივერსიტეტის დიზაინისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი; 2006-2014 - აკაკი წერეთლის სახელწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. კვლევის თემა: შეღებილი საფეიქრო მასალების ფოტოქიმიური გარდაქმნების კანონზომიერებების დადგენა, შუქმედეგობის ამაღლების შესაძლებლობების კვლევა და ტექნოლოგიის შემუშავება. 2005 წელს მიენიჭა ქუთაისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის დამსახურებული მუშაკის წოდება. ინჟინერ-ტექნოლოგი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2004), პროფესორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.231; აკაკი წერეთლის სახელწიფო უნივერსიტეტი: atsu.edu.ge

Bibliography

  • დიოქსინები : სახელმძღვ. (Co-Author). - ქუთაისი, ქსუ, 2011. - 70გვ.. - ISBN: 9789941453694

Share: