The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ ქათამაძე

ავთანდილ ქათამაძე
დაბადების თარიღი:2 ოქტომბერი, 1940
გარდაცვ. თარიღი:2019  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სპეციალობით, ტყავის ნაკეთობათა ტექნოლოგია 1966 წელს.

1958-1968წწ. - ქუთაისის ტყავფეხსაცმლის კომბინატი №5, მუშა, წუნმდებელი, ბრიგადირი, საამქროს ოსტატი; 1968 წელს - ქუთაისის ტყავფეხსაცმლის კომბინატი, ინჟინერ-ტექნოლოგი; 1968-1974წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, "ქსოვისა და გამომყვანი წარმოების" კათედრის ასისტენტი; 1974-1979წწ. - ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, "მსუბუქი მრეწველობის მანქანებისა და ტყავის ნაკეთობათა ტექნოლოგიის" კათედრის ასისტენტი; 1979 წელს - უფროსი მასწავლებელი; 1979-1985წწ. - ამავე კათედრის დოცენტის მოვალეობის შემსრულებელი; 1985-2001წწ. - ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, "დიზაინის, კონსტრუირებისა და ტექნოლოგიის კათედრის გამგე; 2006 წელს - ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტი, "დიზაინის, კონსტრუირებისა და ტექნოლოგიის" დეპარტამენტის პროფესორი; 2006-2014წწ. - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გამოყენებითი დიზაინისა და მსუბუქი მრეწველობის ტექნოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი; 2014-2019წწ. - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ემერიტუსი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. კვლევის თემა: ფეხსაცმლის მასალებისა და ანთროპომეტრიული მონაცემების მათემატიკური ანალიზით რაციონალური ზომითი ასორტიმენტის შემუშავება. სპორტის ოსტატი სპორტულ ტანვარჯიშში. მიღებული აქვს ჯილდოები. ინჟინერ-ტექნოლოგი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2004), პროფესორი, ქუთაისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის დამსახურებული მუშაკი (2002).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.235

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საზოგადოება "ქუთაისელის" დარბაზი, ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრი
  • სამეცნიერო-სამეწარმეო წევრთა კავშირი "ინტეგრატორი", პრეზიდენტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: