შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიმოზა ქარქაშაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტი, ტყავის ნაკეთობათა ტექნოლოგიის სპეციალობა 1973 წელს; ტყავ-ფეხსაცმლის ცენტრალური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა (ქ. მოსკოვი), 1982 წელს. 1974-1979წწ. - ქუთაისის ნ. მუხსელიშვილის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ასისტენტი; 1983-1989წწ. - ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტი, უფროსი მასწავლებელი; 1989-2002წწ. - ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტი, დოცენტი; 2002-2006წწ. - თბილისის მსუბუქი მრეწველობის კოლეჯი, უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი; თბილისის მაღალი მოდის აკადემია "ბაზელი", დოცენტი; 2005-2007წწ. - თბილისის "მოდის დიზაინისა და მართვის ინსტიტუტი", მოწვეული პროფესორი; 2008-2011წწ. - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოწვეული პროფესორი; 2014 წლიდან - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტექნოლოგიური ფაკულტეტი, დიზაინისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. კვლევის თემა: არალითონური ფურცლოვანი კომპოზიციური მასალების ტექნოლოგიური თვისებების კვლევა. ინჟინერ-ტექნოლოგი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2005), პროფესორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.235; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი: atsu.edu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |