The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზოილე დვალიშვილი

ზოილე დვალიშვილი
ოფიციალური სახელი:ეკატერინე დვალიშვილი
სხვა სახელი:იღუმენია ზოილე  (სასულიერო სახელი)
დაბადების თარიღი:1892
გარდაცვ. თარიღი:1973  (81 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სამთავროს დედათა მონასტერი, მცხეთა
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

იღუმენია ზოილე სამთავროს დედათა მონასტერში მივიდა 1934 წელს; 1960 წლიდან 1970 წლების დასაწყისამდე იყო სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვარი. იგი იყო ბედიის მონასტრის უკანასკნელი წინამძღვარი, ბედიის მონასტრის დახურვის შემდეგ, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კალისტრატეს კურთხევით, დედა ზოილე ვლადიკავკაზის ქართულ ეკლესიაში გადაიყვანეს მედავითნედ. 60-იან წლებში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ სამთავროს მონასტრისათვის გაწეული ღვაწლისათვის იღუმენია ზოილე ოქროს ჯვრით დააჯილდოვა. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ს ნათლია.

წყარო: karibche.ambebi.ge; სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტერი: samtavro.ge


გააზიარე: