The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დარია ფაღავა

სხვა სახელი:იღუმენია დარია  (სასულიერო სახელი)
დაბადების თარიღი:1805
გარდაცვ. თარიღი:15 დეკემბერი, 1853  (48 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სამთავროს დედათა მონასტერი, მცხეთა
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დარია ფაღავა სამთავროს დედათა მონასტერში 1831 წელს მივიდა, სამონაზვნედ შეიმოსა 1832 წელს, მონაზვნად აღიკვეცა 1846 წელს. იღუმენია დარია მონასტერს წინამძღვრობდა 1846-1853 წლებში. სამეგრელოს თავადის ხიტუ ფაღავას ასული დარია ფაღავა მონასტრის წინამძღვრად ეგზარქოსმა ისიდორე ნიკოლსკიმ (1844-1868) 1846 წლის 19 ნოემბერს დანიშნა. წინამძღვარი დარია ფაღავა და მცხეთის "სობორის" დეკანოზი იოსებ ბარისოვი მონასტრის აღდგენის საქმეს შეუდგნენ. ამ პერიოდის სამშენებლო საქმიანობა დეტალურადაა აღწერილი რამდენიმე სქელტანიან საქმეში. იღუმენია დარია ფაღავამ მოკლე დროში შეძლო ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება სამთავროსათვის და რაც მთავარია მისი ძალისხმევით მოხდა სამთავროს დედათა მონასტრის დამტკიცება ოფიციალურ მონასტრად. დედა დარია ატარებდა სამთავროს პირველი იღუმენიას წოდებას, მან ექვსი წელიწადი უწინამძღვრა სამთავროს დედათა სავანეს. (ზეპირი გადმოცემის ძირითადი აზრი ამოკვეთილია დარია ფაღავას საფლავის ქვაზე მთავარი  ტაძრის საკურთხევლის წინ, ჩრდილო ნაწილში: ოდიშის თავადის ასული, რომელსაც მცხეთიდან სამეგრელოში ჩასულ ვაჭრისაგან სმენია საქართველოს საპატრიარქოსა და მასთან ქართლის საეპისკოპოსოს გაუქმება; ეპისკოპოსისაგან სამთავროს დატევება და იქ მოღვაწე ბერების ლტოლვა, მონასტრისა და ტაძრის უპარტრონოდ დარჩენა. მაშინ თავადის ერთადერთ ასულს, ღვთის განგებით  უყოყმანოდ დაუტოვებია მშობლები, შვიდი ძმა, მშობლიური კერა და მამაკაცის შესამოსლით გამოწყობილი, როგორც მოჯამაგირე, მალვით გამოყოლია ვაჭარს მცხეთაში). 

წყარო: sveticxoveliiiii; სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტერი: samtavro.ge


გააზიარე: