შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ციციშცილი![]()
ბიოგრაფიამონოზვნად აღიკვეცა ნინოს სახელით 1904 წელს, 1910 წელს იღუმენიას ხარისხში აიყვანეს. მონასტრის გამგებლად დანიშნა ეგზარქოსმა ალექსი I-მა. 1906-1922 წლებში იყო სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვარი - იღუმენია. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა, მაგრამ მენშევიკური ხელისუფლების ანტირელიგიური კამპანიისას სამთავროსაც, ისევე როგორც სხვა მონასტრებს, მიწები ჩამოართვეს და ორმოცამდე მონაზონი უსახსროდ დატოვეს. იღუმენია ნინომ სახელმწიფოს მეთაურებს კანონით კუთვნილი ქონების დაბრუნება მოსთხოვა, 1920 წელს კი საქართველოს დამფუძნებელი კრების ხელოვნების კომისიას დახმარება სთხოვა: "ეს ქრისტიანობის და მისი კულტურის აკვანი მეტად მოუვლელია. ორთავე ტაძარში ჩადის წვიმა, ინგრევა და თუ მსწრაფლ ყურადღება არ მოგვექცა, მე პასუხისმგებელი აღარ ვიქნები, არამედ პასუხს აგებენ შთამომავლობის წინაშე ისინი, ვისაც ჩვენი ქვეყნის სვე-ბედნი აბარიათ". საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მონაზვნები მონასტრიდან განდევნეს, ბოლოს, ერთი ოთახი დაუთმეს. 1924 წელს სამთავროს მონასტრის დედებს არტელი ჩამოუყალიბებიათ, სადაც საბნებს კერავდნენ. მონასტერი გარეგნულად არტელად გადაიქცა. "მცხეთის I საფეიქრონადი - ფეიქარის" საბუთებს ხელს "ამხანაგი ნინო" აწერდა. 1933 წლიდან ამ საწარმოს თავმჯდომარე ანუსია კოჭლამაზიშვილი ყოფილა. დედა ნინო კი, თავადური წარმოშობის გამო, რიგით წევრად დარჩენილა. 1930 წელს სამთავრო კულტურის ძეგლად გამოცხადდა. 1938 წელს დედა ანუსია ძეგლის მცველად არის დასახელებული. მონასტრის არქივში დაცული პირადი მიმოწერიდან ჩანს, რომ ქართველი სამღვდელოება სამთავროს მონასტერს მოქმედ მონასტრად თვლიდა და დედა ნინოს (ციციშვილი) იღუმენიად მოიხსენიებდა. ნინო ციციშვილი იყო უკანასკნელი იღუმენია საქართველოს გასაბჭოებამდე მოქმედი მონასტრის იღუმენიათა შორის და ღირსეული გამგრძელებელი წინამორბედ წინამძღვართა ღვაწლისა. გარდაიცვალა 1941 წელს, დაკრძალულია სამთავროს ტაძრის აღმოსავლეთ ფასადის წინ. წყარო: სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტერი: samtavro.ge; karibche.ambebi.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |