The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ჭილაია

გიორგი ჭილაია
დაბადების თარიღი:26 ივნისი, 1957  (66 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სტალინირი (ცხინვალი).

იცავდა თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას; ევროპის თასების მფლობელთა თასის (1981) მფლობელი თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში; 2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის "დინამოს" მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის "დინამოს" სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად მას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა; საკლუბო კარიარა: თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო პირველობის 52 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა; ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში "დინამოს" ღირსება 6 შეხვედრაში დაიცვა, აქედან 3 მატჩი - ევროპის ჩემპიონთა თასის და 3 მატჩიც თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში; ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო პირველობის 77 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 ბურთი გაიტანა. ფეხბურთელი, მცველი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2011 - საქართველოს სპორტის რაინდის წოდება
  • 1981 - საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი

გააზიარე: