The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სპარტაკ ფარჯიანი

სპარტაკ ფარჯიანი
დაბადების თარიღი:26 ივნისი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა მესტია.

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი 1983 წელს.

1983-1985 წლებში მუშაობდა მცხეთის სახალხო თეატრში დამდგმელ რეჟისორად; 1986 წლიდან კინოსტუდია "ქართულ ფილმში"; რეჟისორია რამდენიმე დოკუმენტური ფილმისა; როგორც მსახიობი გდაღებულია რამდენიმე მხატვრულ ფილმში; ფილმოგრაფია: რეჟისორი "მაცხოვარი ლატალისა" (2008) - დოკუმენტური ფილმი; "გზა წარსულიდან მომავლისკენ" (2010) - დოკუმენტური ფილმი; "სვანეთი ცოცხალი მითი" (2011) - დოკუმენტური ფილმი; "გარდაცვალება ახალი სიცოცხლის დასაწყისი" (2011) - დოკუმენტური ფილმი; "სვანეთი კულტურული მემკვიდრეობის საუნჯე" (2015) - დოკუმენტური ფილმი; სცენარისტი: "მაცხოვარი ლატალისა" (2008) - დოკუმენტური ფილმი; "გარდაცვალება ახალი სიცოცხლის დასაწყისი" (2011) - დოკუმენტური ფილმი; "სვანეთი ცოცხალი მითი" (2011) - დოკუმენტური ფილმი; "სვანეთი კულტურული მემკვიდრეობის საუნჯე" (2011) - დოკუმენტური ფილმი; მსახიობი: "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი" (1996) - მხატვრული ფილმი; "სვანი" (2007) - მხატვრული ფილმი; "მაიტა ნასოსი" (2010) - მხატვრული ფილმი; "დედე" (2017) - მხატვრული ფილმი; პრიზები: "მაცხოვარი ლატალისა" (2008) პრიზი - საუკეთესო დოკუმენტური ფილმისათვის - საერთაშორისო მართმადიდებლური ფილმების ფესტივალი "წმინდა ანდრიას ჯვარი" (ბათუმი) (2008); "გარდაცვალება ახალი სიცოცხლის დასაწყისი" (2011) პრიზი - საუკეთესო რეჟისურისთვის - კიევის საერთაშორისო მართმადიდებლური ფილმების ფესტივალი "პოკროვი" (2011); "გარდაცვალება ახალი სიცოცხლის დასაწყისი" (2011) დიპლომი - ეკლესიური შემწყალებლობის უნიკალური გამოცდილებისათვის - მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალი "როდონეჟი" (2011); "სვანეთი ცოცხალი მითი" (2011) სიგელი - საერთაშორისო მართმადიდებლური ფილმების ფესტივალი "წმინდა ანდრიას ჯვარი" (ბათუმი) (2011).

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის არქივი: web.archive.org

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი, წევრი (1986-)

გააზიარე: