| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მალხაზ წიქარიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი საქასრია, ხარაგაულის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი სამშენებლო მასალების, ნაკეთობათა და კონსტრუქციების საწარმოთა მექანიკური მოწყობილობების წარმოების სპეციალობით 1985 წელს; ასპირანტურა 1993 წელს. 1985-1986წწ. - ძირულის ცეცხლგამძლე ნაწარმის ქარხანა, ცვლის უფროსი; 1987 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინჟინერი, ლაბორანტი, ლაბორატორიის გამგე, დოცენტი, პროფესორი, სრული პროფესორი; 2008-2013წწ. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურული მთლიანობის მონიტორინგის ექსპერტიზის მიმართულების ხელმძღვანელი; 2009-2015წწ. ამავე უნივერსიტეტის მშენებლობის პროექტების ექსპერტიზის ცენტრის ხელმძღვანელი; 2006-2008წწ. შეთავსებით მუშაობდა უნივერსიტეტ "მცირე აკადემიის" პრორექტორად სასწავლო დარგში; 2004-2014წწ. იყო საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის საინჟინრო დისციპლინათა კათედრის გამგე; 2016 წლიდან აკრედიტებული საექსპერტო ბიუროს "მშენექსპერტის" დირექტორია; მიის მონაწილეობით დამუშავებულ იქნა პოლიციის ადმინისტრაციული შენობების პროექტები - ა.წერეთლის გამზირზე, რ. თაბუკაშვილის ქუჩაზე და ბავშვთა პარკ "მზიურში" ქ. თბილისში, ასევე, ქ. ფოთში და ქ. მარნეულში; მონაწილეობდა არაერთი ისტორიული ძეგლისა და არქიტექტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობის გამოკვლევა-დიაგნოსტიკის სამუშაოების ჩატარებაში; 2017 წლიდან მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მშენებარე ინფრასტრუქტურული ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის ჯგუფის ხელმძღვანელია; მისი სამეცნიერო მუშაობა ეძღვნება შენობა-ნაგებობების გამოკვლევას, დიაგნოსტიკას, მონიტორინგს დაექსპერტიზას, დიაგნოსტიკის ახალი მეთოდების შექმნას; გამოქვეყნებული აქვს 140-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, 7 მონოგრაფია და 10 სახელმძღვანელო; 2008 წელს გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია აშშ-ს ქ. ბოსტონში;მრავალწლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები; ინჟინერ-მექანიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2001). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.253; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: construction.gtu.ge; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 305-306 ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

