შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ინესა ხატისკაცი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი; 1967 წელს დაამთავრა ასპირანტურა. მუშაობდა კონსტრუქტორად და ტექნოლოგად სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ("პტნიიმე") და ჩარხმშენებელ ქარხანაში; გამოქვეყნებული აქვს სამოცამდე სამეცნიერო და მეთოდური ხასიათის სტატია, მათ შორის, ორი მონოგრაფია, სახელმძღვანელოები. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებაა სივრცითი გარდაქმნები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტის პროფესორი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პროექციული გეომეტრიის ელემენტების სწავლების მეთოდიკა", დაიცვა 1999 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "სივრცის პროექციული გარდაქმნების გამოყენება პოზიციური ამოცანების გადაწყვეტაში", დაიცვა 2006 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.256; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინტერნეტ-გამოცემა: news.gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |