The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თენგიზ ჯიშკარიანი

თენგიზ ჯიშკარიანი
Date of birth:30 April, 1945  (79 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი, კვალიფიკაციით, ინჟინერ-თბოენერგეტიკოსი, 1968 წელს.

1963-1964წწ. - ქ. თბილისის მაუდ-კამვოლური კომბინატი "საბჭოთა საქართველო", მთავარი ენერგეტიკის განყოფილების საქვაბე საამქრო, ცეცხლფარეშის მოწაფე; 1964 წელს - წყლის ქიმიური მწმენდავი (პირველი თანრიგის); 1969 წელს - შრომის დაცვის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, სითბური დაცვის ლაბორატორია, ინჟინერი; 1969-1971წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ენერგეტიკის ფაკულტეტი, თბოენერგეტიკული დანადგარების კათედრა, უფროსი ლაბორანტი; 1971-1979წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, ზოგადი და თეორიული თბოტექნიკისა და თბოენერგეტიკული დანადგარების კათედრა, ასისტენტი; 1979-1981წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, Институт Высоких Температур Академии Наук СССР (ИВТ АН СССР) Москва, Институт теплофизики Сибирского отделения Академии Наук СССР (ИТФ СО АН СССР), Новосибирск, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, ზოგადი და თეორიული თბოტექნიკისა და თბოენერგეტიკული დანადგარების კათედრა, ასპირანტი; 1981-1986წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, ზოგადი და თეორიული თბოტექნიკისა და თბოენერგეტიკული დანადგარების კათედრა, ასისტენტი; 1986-2006წწ. - ამავე კათედრის დოცენტი, კათედრის გამგის მიადგილე; 2006-2009წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, თბო- და ჰიდროდაგარების დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2008-2016წწ. - ამავე უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, დეკანის მოადგილე მეცნიერების დარგში; 2009-2017წწ. - ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, თბო- და ჰიდროდაგარების დეპარტამენტი, სრული პროფესორი; 2016-2017წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, თბოენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის დეპარტამენტი, დეკანის მოვალეობის შემსრულებელი; 2017-2021წწ. - ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, თბოენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის დეპარტამენტი, პროფესორი. საქართველოში ენერგოეფექტური პროექტების განხორციელებისა და ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების დანერგვის ერთ-ერთი ფუძემდებელი; 1998 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კომპანიებთან და ინვესტორებთან. გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) ექსპერტი. მიღებული აქვს "ენერგეტიკის ლეგენდად" აღიარებული გამოჩენილი პროფესიონალის წოდება (2013), საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრემია (2005). ინჟინერ-თბოენერგეტიკოსი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.263; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge

Member of Organizations

  • ამერიკის შეერთებული შტატების ინჟინერენერგეტიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია (AEE USA), წევრი
  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს ინჟინერ-ენერგეტიკოსთა ასოციაცია, გამგეობის წევრი, ფინანსური მენეჯერი

Bibliography


Share: