The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ბასილაძე

გივი ბასილაძე
დაბადების თარიღი:27 სექტემბერი, 1951  (73 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტი 1977 წელს.

1977-1979წწ. - საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი, მეძროხეობისა და მეცხენეობის კათედრა, უფროსი ლაბორანტი; 1979-1983წწ. - მოსკოვის კ. ა. ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო-სამეურნეო აკადემია, მერძევეობის კათედრის ასპირანტი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი; 1983-1993წწ. - საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი, მეძროხეობისა და მერძევეობის კათედრის დოცენტი; 1993-2000წწ. - ამავე ინსტიტუტის, რძისა და ხორცის გადამუშავების ტექნოლოგიის კათედრა, კათედრის გამგე, დოცენტი; 2000-2005წწ. - საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტი, პრორექტორი სასწავლო-აღმზრდელობით დარგში, რძისა და ხორცის გადამუშავების ტექნოლოგიის კათედრა, კათედრის გამგე, პროფესორი; 2005-2006წწ. - რძისა და ხორცის გადამუშავების ტექნოლოგიის კათედრა, კათედრის გამგე; 2014-2016წწ. - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 2006-2017წწ. - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, სასურსათო ტექნოლოგიის მიმართულება "რძისა და რძის გადამუშავების ტექნოლოგიის საგნის" ხელმძღვანელი, პროფესორი; 2016 წლიდან - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის კონსულტანტი; 2017 წლიდან - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს კოორდინატორი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი; კვლევის თემა: ზოოტექნიკური ფაქტორების გავლენა ფურების მონაწველზე, რძის შედგენილობაზე და ყველის ხარისხზე საქართველოს სამხრეთ მთიანეთის პირობებში. ზოოინჟინერი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (2005), პროფესორი (2006).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.266; საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი: agriedu.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ღირსების ორდენი
  • 2000 - ღირსების მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: