შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან ახობაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ხელოვნების ისტორიის და თეორიის განყოფილება 1980 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორად პროფესიათა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი ფერწერის განხრით 1979 წელს; ვიადრინის უნივერსიტეტი, საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართალი, გერმანია 2001 წელს; NDI Georgia, მეორე გამოშვება, კონფლიქტოლოგია (2004-2005); სტუ, დოქტორანტურა (2013-2016), სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი (PhD) 2016, 29 ივნისი. 1980-1992 წწ. მუშაობდა თბილისის მხატვრის სახლში, დირექტორის მოადგილედ, სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე, რეფორმის შემდეგ - სამუზეუმო-საგამოფენო გაერთიანებაში 1985 წლიდან, იგივე პოზიციაზე; 1990-2000 წწ. მუშაობდა რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკაში სხვადასხვა ორგანიზაციებში (საქართველოს საელჩოს კულტურულ-კომერციულ ცენტრ "მზიური"-ს გალერეის დირექტორად, 1995 წლამდე; ტელეკომპანია ОРТ, რედაქტორის ასისტენტი, კულტურის განყოფილებაში (1993-1995); ERICSSON Corporation LTD, რუსეთში (1995-1998) და სხვ., 1991-2000 წწ. იყო რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აკრედიტებული ჟურნალისტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ; 2001-2006 წწ. მუშაობდა რელიგიური თავისუფლებების და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელად საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში (UNDP პროექტი); აქვს პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება როგორც საჯარო სკოლაში, ისე სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათ შორის: თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და ა.შ., 2017-2019 წწ. მუშაობდა თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში და 2019 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში; 1990-2008 წწ. მუშაობდა SAUR.DE - მიუნხენ-ლაიპციგის მსოფლიოს მხატვართა, არქიტექტორთა და ხელოვნებათმცოდნეთა ენციკლოპედიაში კონსულტანტად, გერმანია, გამოქვეყნებული აქვს 500-ზე მეტი სტატია ქართველ მხატვრებზე. 1975 წლიდან მონაწილეობს სამხატვრო გამოფენებში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; მისი ფერწერული ტილოები ინახება მრავალი ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაციაში, პირად კოლექციებში; 1975 წლიდან დღემდე მისი სტატიები იბეჭდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის რეფერირებულ - ლიცენზირებულ ჟურნალ - გაზეთებში, ავტორია რამდენიმე სატელევიზიო გადაცემის სცენარის, 2 მონოგრაფიის; არის 250-ზე მეტი კატალოგის, წიგნის შემდგენელი, რედაქტორი, რეცენზენტი, დიზაინერი; 1980 წლიდან დღემდე მრავალი გამოფენის, პლენერის კურატორია; მიღებული აქვს კონგრესმენის მადლობის წერილი თბილისში NGO "Fermata Arts Foundation"-თან თანამშრომლობისა და ერთად ბავშვთა გამოფენის ორგანიზებისათვის; Christopher S. Murphy, 5th District, Connecticut, Committee on Foreign Affairs, Congress of the United States, 28 June, 2012.2; სიგელი, საქართველოს მხატვართა საერთაშორისო შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარისა და გამგეობისაგან - ხელოვნებაში განსაკუთრებული წვლილისათვის და კავშირისთვის გაწეული ღვაწლისათვის; 2013.3. მადლობის სიგელი, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების საპატიო თავმჯდომარისაგან, სტუ-ს სტუდენტთა 84-ე ღია საერაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე (10 მაისი, 2016) სტუდემტებისათვის გაწეული სამეცნიერო ხელმძღვანელობისათვის; «Содружество Искусств». Межгосударственный информационно-аналитический журнал о культуре и искусстве государств-участниковСНГ. Почетная Грамота Кетеван Мамиевне Ахобадзе за содействие виздании номера журнала посвященного Грузии (15.09.2019.5) Российская Академия Художеств; Международная Ассоциация Выпускников. Диплом (№287/01) Кетеван Мамиевне Ахобадзе, Искусствоведу, доктору социальных наук (PhD) за высокий художественный стиль и научный вклад в искусствоведение, популяризацию и пропаганду культуры и искусства Грузии (12.09.2019). სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი (PhD). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |