შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბუჭა არჩვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ქ. კემეროვოს (რუსეთის ფედერაცია) სამედიცინო ინსტიტუტი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობა განაგრძო საქართველოს სხვადასხვა რაიონში წამყვანი სპეციალისტის რანგში; 2002 წელს არჩეულ იქნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრის ასოცირებულ პროფესორად. იყო 100-ზე მეტი სამეცინიერო ნაშრომის და 2 სახელმძღვანელოს თანაავტორი, ასევე 2 მონოგრაფიის ავტორი. მის მიერ შესრულებულია 20 000-ზე მეტი ქირურგიული და ონკოლოგიური ოპერაცია, მათ შორის, 2 000-ზე მეტი კუჭის რეზექცია და გასტრექტომია. განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის მარნეულის რაიონის ქირურგიული სამსახურის გაძლიერებაში. მისი ხელმძღვანელობით მარნეულის რაიონულ და შემდგომში შპს "ჯეო ჰოსპიტალს"-ის საავადმყოფოებში, ჩამოყალიბდა საქართველოში ერთ-ერთი ძლიერი ქირურგიული განყოფილება, სადაც წლების განმავლობაში წარმატებით სრულდებოდა ათასობით ქირურგიული და მათ შორის მრავალი უნიკალური ონკოლოგიური ოპერაცია. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი.
წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.303; ჯეო ჰოსპიტალსი: gh.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.381
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |