The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მელორ ტყეშელაშვილი

მელორ ტყეშელაშვილი
დაბადების თარიღი:28 აგვისტო, 1939  (85 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბზვანი, ვანის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი მრეწველობის ეკონომიკის სპეციალობით 1963 წელს.

1957-1960 წწ. ქალაქ თბილისის "ბიბკოლექტორი", მუშა; 1961-1969 წწ. "საქვაჭრობის" ბაზა, ელექტრო-მექანიკოსი, მეკუჭნავე, საწყობის გამგე, საქონელმცოდნე, მმართველის მოადგილე; 1969-1970 წწ. საქტანსაცმელ ვაჭრობა, მთავარი საქონელმცოდნე; 1970-1971 წწ. საქვაჭრობის მმართველის მოადგილე; 1971-1979 წწ. ქალაქ რუსთავის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ვაჭრობის განყოფილების გამგე, სამმართველოს უფროსი; 1979-1982 წწ. საქკულტსამეურნეო საბითუმო ვაჭრობის ბაზის მმართველი; 1982-1988 წწ. საქსპოტვაჭრობის გენერალური დირექტორი; 1988-1989 წწ. ქ. თბილისის აღასკომის საზოგადოებრივი კვების სამმართველოს უფროსი; 1989-1989 წწ. ცეკავშირის გამგეობის საზოგადოებრივი კვების სამმართველოს უფროსი; 1989-1991 წწ. გაერთიანება სპორტ-კულტ-საქონლის საცალო-საბითუმო ვაჭრობის გენერალური დირექტორი; 1991-1993 წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს საზოგადოებრივი კვებისა და საცალო ვაჭრობის სამმართველოს უფროსი; 1993-1999 წწ. თბილისის მერია, ვიცე-მერი, მუნიციპალიტეტის პრემიერის მოადგილე, მერიის ვაჭრობის, მომსახურეობისა და სამომხმარებლო ბაზრის რეგულირების საქალაქო სამსახურის უფროსი; 1993-1999 წწ. ქ. თბილისის ვიცე-მერი; 1999-2004 წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №53 ვანის საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.323; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.89

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი - კომიტეტის წევრი, წევრი (1999-2000)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ტურიზმის, რეკრეაციის, ვაჭრობისა და მომსახურების ქვეკომიტეტი, ქვეკომიტეტის თავმჯდომარე (2000-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარები", წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი , წევრი (2002-2004)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქ. თბილისში კოტე მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე დიდი ქართველი პოეტის გალაქტიონ ტაბიძის საცხოვრებელ ბინაში მწერლის სახლ-მუზეუმის მოწყობაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

გააზიარე: