შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ უსტიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ყვარელი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1964 წელს, ასპირანტურა 1967 წელს. 1956 წელს ყვარლის რ-ნის წყალთა სისტემის სამმართველოს მუშა; 1957 წელს ყვარლის რ-ნის წყალთა სისტემის სამმართველოს მუშა; 1958-1959წწ. ყვარლის ღვინის ქ-ნის მუშა; 1959-1960წწ. სამშენებლო სამმართველოს ტრესტის მუშა; 1964-1967წწ.საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტი; 1968-1970წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; 1970-1972წწ. ფიზკულტურის ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი; 1972-1974წწ. ცინოტურის საქართველოს ფილიალის ეკონომისტი; 1974-1981წწ. ცნილსის ფილიალის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, გან-ის უფროსი, დირექტორის მოადგილე, დირექტორის მ. შ.; 1981-1982წწ. კოოპერაციის ინსტიტუტის გან-ის უფროსი; 1982-1984წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამეცნიერო-სასწავლო საწარმოო გაერთიანების სექტორის უფროსი , გან-ის უფროსი; 1984-1992წწ. სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, სექტორის გამგე, პროფესორი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "დემოკრატიული პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ეკომომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.325; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |