The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან გარსიაშვილი

ქეთევან გარსიაშვილი
დაბადების თარიღი:10 ივლისი, 1919
გარდაცვ. თარიღი:ივნისი, 2015  (95 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1941 წელს; სწავლა გააგრძელა სამედიცინო ინსტიტუტის ორდინატურაში ზოგადი ქირურგიის კათედრაზე.

მუშაობდა ექიმ-ქირურგად; მეუღლესთან, ბატონ დავით კლიმიაშვილთან, ერთად თეირანში მოღვაწეობდა – რკინიგზასთან არსებულ საავადმყოფო-პოლიკლინიკაში ექიმ-ქირურგად; ომის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა თბილისში და მუშაობა განაგრძო ქირურგად აკად. კ. ერისთავის კლინიკაში. ანა სახაროვასთან ერთად, კლინიკური ციტოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში; საქართველოში პირველმა დაიწყო ღვიძლის და ელენთის პუნქციური ბიოფსიები; კლინიკურ ციტოლოგიაში მუშაობის 50-ზე მეტი წლის განმავლობაში მისმა გამოკვლევებმა უამრავი ადამიანის ცხოვრებაში შეასრულა გადამწყვეტი როლი. ცნობილია რომ ძალიან ხშირად ციტოლოგიური დიაგნოზი განსაზღვრავს ოპერაციის ხასიათს და მოცულობას, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პაციენტისათვის. გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 2 მონოგრაფია და პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო კლინიკურ ციტოლოგიაში. ექიმი-ქირურგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1997).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.311; ქართული სამედიცინო სამეცნიერო პრაქტიკული ჟურნალი:  modernpublishing.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: