შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დუდანა გაჩეჩილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1988 წელს. 1992 წლიდან მუშაობს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1993 წელს გაიარა თავის ტვინის სისხლძარღვთა დიოპლერგრაფიის კურსი პ. სარაჯიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე; 1996 წელს გაიარა სისხლძარღვთა დუპლექს-სკენირების კურსი მოსკოვში ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგის ინსტიტუტის ბაზაზე; 2000-2002წწ. - ულტრაბგერის სასწავლო ცენტრ "ჯეოჯეფი"- ს მოწვეული ლექტორი; 2000-2005წწ. - სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის სამედიცინო რადიოლოგიის კათედრის ასისტენტი; 2005-2015წწ. - სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი; 2007 წლიდან - ჟურნალ "რენტგენოლოგიისა და რადიოლოგიის მაცნე"-ს მთავარი რედაქტორის მოადგილე; 2013 წლიდან - ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის განათლების კომიტეტში საქართველოს წარმონადგენელი; 2016 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო რადიოლოგიის კათედრის მოწვეული პროფესორი; 2017 წლიდან - მინიჭებულია აქვს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ექსპერტის სტატუსი; 150 სამეცნიერო შრომისა და ორი მონოგრაფიის ავტორი, 19 ნაბეჭდი სტატია გამოქვენებული აქვს უცხოურ გამოცემებში; 2007 წელს გამოსცა მონოგრაფია "ცერებროვასკულურ პათოლოგიათა არაინვაზიური სხივური დიაგნოსტიკა"; 2014 წელს გამოსცა მონოგრაფია "ექსტრაკრანიული სისხლძარღვების პათოლოგიათა არაინვაზიური სხივური დიაგნოსტიკა". გაკეთებული აქვს მოხსენებები საქართველოს რადიოლოგთა საერთაშორისო კონგრესზე; მიღებული აქვს რიგი სამეცნიერო ჯილდო. მიღებული აქვს ჯილდო 10 საუკეთესო ნაშრომისათვის, ევროპის კარდიორადიოლოგთა ასოციაციის კონგრესი (CIRSE) ლონდონი (1997), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი იუნესკოს მიერ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით (2015). ექიმი-რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2005), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საძილე არტერიების ათეროსკლეროზულ დაზიანებათა დუპლექს-სონოგრაფიული კორელატები ასიმპტომური მიმდინარეობისა და იშემიური ინსულტის პირობებში", დაიცვა 1999 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "თავის ტვინის ჰემოდიამნიკური პარამეტრები ათეროსკლეროზისა და არტერიული ჰიპერტენზის პირობებში", დაიცვა 2005 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.311-312; საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია: amsg.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |