The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი

ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე ორბელიანი
სხვა სახელი:საშიკო ჯამბაკურ-ორბელიანი
დაბადების თარიღი:7 ივლისი, 1847
გარდაცვ. თარიღი:2 აპრილი, 1919  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სიონის ტაძარი, თბილისი
კატეგორია:დიდგვაროვანი, საზოგადო მოღვაწე, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლამისყანა.

დაამთავრა პეტერბურგის პაჟთა კორპუსი კორნეტის ჩინით 1867 წელს.
დაიბადა ივანე ჯამბაკურ-ორბელიანისა და ნინო ერისთავის ოჯახში; აღზრდა-განათლება ოჯახში მიიღო; მშობლებთან ერთად, ბავშვზე დიდ გავლენას ახდენდა პაპა თორნიკე ერისთავი; იგი იყო შტაბს-კაპიტანი და მიღებული ჰქონდა გენერალ-მაიორის ჩინი; 1872 წელს ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანმა ცოლად შეირთო მარიამ ვახტანგის ასული ჯამბაკურ-ორბელიანი; მარიამი ერეკლე მეფის გამორჩეულად საყვარელი შვილის, თეკლე ბატონიშვილის შვილიშვილი იყო; 1906 წელს მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის მცდელობით, მის მიერვე შეკრებილი ფულით გაიხსნა პირველი ქართული ქალთა სკოლა; 1917 წლამდე ალექსანდრე და მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანებს არაერთი სტიპენდიანტი ყავდათ ქართულ ვაჟთა სკოლაში, რუსეთის და საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში; 1917-1918წწ. ალექსანდრე და მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანები მონაწილეობას იღებდნენ და ივანე ჯავახიშვილს მხარში ედგნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების საქმეში. ქველმოქმედი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, დამფუძნებელი წევრი

გააზიარე: