The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბერნარ უტიე

ბერნარ უტიე
დაბადების თარიღი:4 ივლისი, 1941  (83 წლის)
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. პარიზი, საფრანგეთი.

საფრანგეთის სამეცნიერო გამოკვლევების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი; აღმოსავლეთ ქრისტიანული ლიტერატურის სპეციალისტი; ჟურნალ "ბედი ქართლისას" სამეცნიერო საბჭოს წევრი; იკვლევს ძველ ქართულ ფილოლოგიის საკითხებს, ბიზანტიურ-ქართულ, ქართულ-სომხურ, ქართულ-არაბულ, ქართულ-სირიულ ლიტერატურის ურთიერთობათა პრობლემებს; პარიზის ეროვნულ მუზეუმში უტიემ მიაკვლია და გამოსცა VII საუკუნის ხანმეტი ლექციონარის ფრაგმენტები; მანვე გამოაქვეყნა არაერთი ძველი ქართული ტექსტი, აგრეთვე მნიშვნელოვანი გამოკვლევები და რეცენზიები საქართველოში გამოცემული წიგნების შესახებ; 200-მდე წიგნისა და სტატიის ავტორი; საპატიო დოქტორი (1984); ფრანგი ქართველოლოგი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10. - თბ., 1986. - გვ. 188

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გელათის მეცნიერებათა აკადემია, საპატიო წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, უცხოელი წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: