The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გოგიტა თოდრაძე

გოგიტა თოდრაძე
Date of birth:13 July, 1980  (44 years)
Category:Economist, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. 
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა (სტატისტიკის მიმართულებით) და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტები.
2002 წლიდან სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში; 2010-2016წწ.  იყო ბიზნეს სტატისტიკის სამმართველოს უფროსი; 2016-2018წწ. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; 2018 წლის მაისში დაინიშნა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორად; 2017 წლის ნოემბრიდან არის გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ბიზნეს სტატისტიკის ექსპერტთა ჯგუფის წევრი; 2019 წლის მაისიდან — გაეროს სტატისტიკის კომისიის (UNSC) წევრი; 2020 წლის აგვისტოში აირჩიეს გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს თავმჯდომარედ; 2010 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (2006).

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური: geostat.ge


Share: