Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ იაშვილი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი, სპეციალობით სამკურნალო საქმე 1976 წელს; კლინიკური ორდინატურა ჩაჩავას სახელობის მეანობა-გინეკოლოგიის და პედიატრიის კვლევით ინსტიტუტში 1982 წელს. 1984-1991წწ. თბილისის კლინიკური საავადმყოფოს ექიმი მეან-გინეკოლოგი; 1991-2009წწ. ექიმი მეან-გინეკოლოგი შპს "თბილისის გინეკოლოგიურ კლინიკაში"; 1993 წლიდან ულტრაბგერითი კაბინეტის ხელმძღვანელი; 1999-2002წწ. თბილისის მთავარი მეან-გინეკოლოგი; 2009 წლიდან შპს თბილისის გინეკოლოგიური კლინიკის დირექტორი; 2011 წლიდან შპს ამტელ ჰოსპიტალ კლინიკურის გინეკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი; 2003-2005წწ. საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის სპორტული მედიცინის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 2005 წლიდან საქართველოს ბიოლოგიური მედიცინისა და ჰომოტოქსიკოლოგიის საზოგადოების ლექტორი და სამეცნიერო პოპულარული ჟურნალის "ბიორეგულაციური მედიცინის" სარედაქციო საბჭოს წევრი; 2006 წლიდან თ. მუხაძის სახელობის უნივერსიტეტ "ივერიას" სრული პროფესორი. 32 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; კვლევის თემა: საქართველოში მცხოვრებ ქალთა შორის შინაგანი სასქესო ორგანოების კეთილთვისებიანი სიმსივნეებისა და სიმსივნისებრი წამონაქმნების კლინიკურ-ულტრაქბგერითი დახასიათება. ექიმი-გინეკოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნაადრევი მშობიარობა" (ქ. კიევი), დაიცვა 1989 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კლინიკო-მორფო-ულტრაბგერითი თავისებურებანი ქალებში სიმსივნეებით და სიმსივნისებრი წარმონაქმნებით გამომდინარე საშვილოსნოდან და მისი დანამატებიდან " (თბილისი), დაიცვა 1999 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.328-329; ვიდალი: vidal.ge; ამტელ ჰოსპიტალი: amtelhospital.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |