The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რაულ ქირია

რაულ ქირია
Date of birth:23 April, 1984  (41 years)
Category:Political Scientist, Journalist

Biography

დაბადების ადგილი. ქ. ხობი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის მიმართულებით 2005 წელს; თბილისის ეკოლოგიისა და ეკონომიკის ინსტიტუტი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით 2006 წელს; ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებებში 2018 წელს.

 მისი სამუშაო გამოცდილება და მოღვაწეობის სფერო მეტწილად უკავშირდება პიარსა და მარკეტინგს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ: 2001-2002 წწ. გაზეთ "თბილისი"-ს ჟურნალისტი; 2001-2003 წწ. ჟურნალ "თბილისელები"-ს ჟურნალისტი; 2002-2003 წწ.  ჟურნალ "კვირის ბოლო"-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი; 2003-2005 წწ. "თავისუფალი გაზეთი"-ს ჟურნალისტი; 2005-2006 წწ. "Info News Georgia" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი; 2005-2006 წწ. საქართველოს პირველი არხი, "მოამბე"-ს რეპორტიორი; 2006-2007 წწ. ტელე-კომპანია "მზე"-ს რეპორტიორი; 2007 წ. ახალი ამბების სააგენტო "პირველი"-ს ჟურნალისტი; 2008-2009 წწ. მედია ცენტრის დირექტორი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში; 2009-2010 წწ. მრჩეველი და მედია კონსულტანტი, არასამთავრობო ორგანიზაციაში "კოალიცია სამართლიანობისათვის"; 2011-2012 წწ. მედია კონსულტანტი, "საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირი"-ში; 2010- 2013 წწ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომრის მრჩეველი; 2014-2015 წწ. ტელე-კომპანია "TV 8"-ის დირექტორი; 2012 წ. ახალი ამბების სააგენტო "Front News"-ის (frontnews.eu) დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, 2016 წლიდან სააგენტო გახდა საერთაშორისო, რომლის მთავარი ოფისი მდებარეობს უკრაინაში; 2017 წ. უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდანტ ინნა ბოგოლსოვსკაიას მრჩეველი, სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში; 2018 წ. უკრაინის საგამოძიებო ბიუროს თავმჯდომარის, კრიზისებისა და კომუნიკაციების მართვის კონსულტანტი; 2018-2019 წწ. გერმანული ფარმაცევტული კომპანიის "BioMedica Georgia"-ს პიარისა და მარკეტინგის დირექტორი; 2019-2020 წწ. სახელმწიფო რწმუნებულის მრჩეველი იმერეთში; 2014-დღემდე, ნინო სურგულაძის ფონდ "ნატვრის ხე"-ის მედია კონსულტანტი და პროექტების მენეჯერი; 2020-დღემდე, მოწვეული ლექტორი ევროპის უნივერსიტეტში, კითხულობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობაზე პოლიტიკურ PR - ს; 2020 წლიდან გახლავთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორის კანდიდანტი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. სადოქტორო კვლევის ფარგლებში იკვლევს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს და მის პერსპექტივებს. სკოლაში სწავლის პერიოდში დაამუშავა თემა სახელწოდებით "მეგრული სიტყვიერების მარგალიტები", რისთვისაც თბილისში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დაჯილდოვდა ოქროს დიპლომით; ჟურნალისტული საქმიანობით, ქართულ-უკრაინულ კულტურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის, 2016 წელს უკრაინის კულტურის მინისტრმა ევგენი ნიშუკმა დააჯილდოვა საპატიო დიპლომით. სადისერტაციო კვლევა თემაზე - "ქართულ-უკრაინული ურთიერთობების თანამედროვე აქტუალური პრობლემები". ჟურნალში "საისტორიო ვერტიკალები" გამოქვეყნებული აქვს სტატია - "ქართულ-უკრაინული ურთიერთობების აქტუალური პრობლემები" ( თბილისი, 2020); 2023 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზწ - "საქართველო-უკრაინის ურთიერთობები და მათი ევროატლანტიკურსტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივები"; "ევროპის უნივერსიტეტის" საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ასოცირებული პროფესორი, სადაც საერთაშორისო ურთიერთობის პროგრამაზე კითხულობს საგანს "პოლიტიკური პიარი", ხოლო ფსიქოლოგიის პროგრამაზე "საჯარო გამოსვლების და პოლიტიკის ფსიქოლოგიას".


Share: