The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ფაცაცია

ოთარ ფაცაცია
დაბადების თარიღი:15 მაისი, 1929
გარდაცვ. თარიღი:9 დეკემბერი, 2021  (92 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ინგირი, ზუგდიდის რაიონი.

დაამთავრა ლენინგრადის ცელულოზისა და ქაღალდის მრეწველობის ინსტიტუტი 1955 წელს, ასპირანტურა 1970 წელს.

1956-1958წწ. ენგურქაღალდკომბინატის ნორმადარი, საგეგმო განყოფილების ინჟინერ-ეკონომისტი, ქაღალდის წარმოების ინჟინერი, საფაბრიკო კომიტეტის თავმჯდომარე; 1959-1963წწ. საქართველოს კომპარტიის ზუგდიდის რაიონული კომიტეტის საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორი, მეორე მდივანი, პირველი მდივანი; 1963-1965წწ. საქართველოს კომპარტიის ზუგდიდის სამრეწველო-საწარმოო ზონის პარტკომის მდივანი, მეორე მდივანი; 1965-1984წწ. ენგურქაღალდკომბინატის დირექტორი; 1984-1992წწ. საწარმოო გაერთიანება "საქქაღალდმრეწვი"-ს გენერალური დირექტორი; 1992-1993წწ. ზუგდიდის გამგებებლი; 1993 წ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №67 ზუგდიდის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან; 1993-1995წწ. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №67 ზუგდიდის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 329; სამენოვანი ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი": livepress.ge;  წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.131

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1993-1993)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ეროვნული თანხმობის ხელშემწყობი დროებითი საპარლამენტო კომისია, თავმჯდომარე (1998-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (1997-1999)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი
    საქართველოში ძნელბედობის ჟამს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ჭუბერისა და საკენის გადასასვლელებიდან ურთულეს პირობებში ევაკუირების ორგანიზაციაში, სახელმწიფო აღმშენებლობის პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

გააზიარე: