ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ზვიად ციკოლია
დაბადების თარიღი: | 14 ივლისი, 1971 (53 წლის) |
კატეგორია: | დიზაინერი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
ბავშვობიდანვე იტაცებდა ტექნიკა, განსაკუთრებით კი თვითმფრინავები; 8 წლის ასაკში ნორჩი ტექნიკოსების წრეზე დაიწყო სატრანსპორტო დიზაინის შესწავლა; სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის სამხატვრო აკადემიის სამრეწველო დიზაინის ფაკულტეტზე განაგრძო; აღნიშნული პერიოდიდან პერიოდულად მონაწილეობს სხვადასხვა კონკურსებსა, თუ გამოფენებზე. 1986 წელს ფოთში, რესპუბლიკურ კონკურსზე სატვირთო მანქანის დიზაინის შექმნისათვის გრან-პრი აიღო; 1987 წელს მოსკოვში, "სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე" წარადგინა ტრაილერის დიზაინი, რაშიც ბრინჯაოს მედალი მიიღო; 1993 წელს "Air Georgia"–ს მთავარი დიზაინერი გახდა; 1997 წელს მნიშვნელოვანი მიღწევა აქვს ფრანკფურტის ავტოსალონზე, სადაც წარადგინა სრულმასშტაბიანი "Bugatti"-ის მოდელი; 2001 წელს მიწვევა მიიღო კომპანია "Peugeot"-გან კონსულტანტის თანამდებობაზე; 2007 წელს მონაწილეობა მიიღო ელეგანტურობის კონკურსში, "Villa D'Este" გამოფენაზე და ჟენევის საერთაშორისო ავტოსალონის გამოფენაზე; იმავე წლიდან იაპონური კომპანია "DCI"-ის მთავარი დიზაინერია; 2010 წლიდან მთავარი დიზაინერია ქართულ საკონსტრუქტორო ბიურო "დელტაში", სადაც პირველი ქართული ჯავშანტრანსპორტიორი დიდგორი 914-ის, დიდგორი მედევაკი-ის და ლაზიკას დიზაინი შექმნა; აგრეთვე მონაწილეობს სხვა პროექტებში: 2011 წელს საათების კერძო კომპანია "UNIQ" დააარსა; 2013-2014წწ. კომპანია "SAIC Motor"-ის კონსულტანტია, სადაც შექმნა მომავლის მანქანების მოდელები. მის პორტფოლიოში შედის ასევე მრავალი სხვა პროექტი: "Russo-Baltique Impression"; "Rolls Royce-coupe" (ბრიტანელი კოლექციონერისთვის); ექსტერიერი და ინტერიერი ფრანგული მწარმოებლისთვის, ასევე ექსტერიერი და ინტერიერი პატარა ბიზნეს თვითმფრინავისთვის; კერძო არქიტექტურა და ინტერიერი. ავეჯისა და ბოთლების შეფუთვის დიზაინი. მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულია: Carstyling, Auto&Design, Auto Bild, Auto review, Super cars, GQ, Le, Style, Really Good Packaging, Big Book of Packaging, Design and Design და სხვა ჟურნალებში; ამჟამად ცხოვრობს ქალაქ თბილისში. დაკავებულია მომავალი დიზაინერების განათლებით; სამრეწველო დიზაინერი; ჯილდოები და წოდებები: ბრინჯაოს მედალი, მოსკოვი საბჭოთა კავშირის გამოფენა (1987); Air Georgia competition; კონკურსის გამარჯვებული (1993); Russo-Baltique (2001); Red Dot design award Award – საათი Fashion Watch (2006); Red Dot design Award შეფუთვის დიზაინი (2014).
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2013 - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
- 2011 - ღირსების ორდენი
|