შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ შარია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1993 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია; განასახიერა: ლორდი ("მარიამ სტიუარტი"), გერასიმე ("მერე რა რომ სველია სველი იასამანი"), ვოლტმანდი ("ჰამლეტი"), მეორე აბჯროსანი ("კავკასიური ცარცის წრე"), სერ ენდრიუ ("როგორც გენებოთ ანუ შობის მეთორმეტე ღამე"), "სტიქსი"; ფილმოგრაფია: "ოსკარი" (მოსამართლე, რეჟ. რუსუდან გლურჯიძე, 1995); "ვინ არის მოჩვენება" (სანდრო, რეჟ. მალხაზ ასლამაზაშვილი, 2000); "სამოთხე ჩვენი ქალაქის ქუჩებში" (რეჟ. გიორგი გაჩეჩილაძე, 2000); "მთვარიანი ველის სერენადა" (რეჟ. ზაზა ბუაძე, 2004); "Последний бой майора Пугачёва" (2005); "ქუჩის დღეები" (რეჟ. ლევან კოღუაშვილი, 2010); რუსთაველის თეატრში ნათამაშები როლები: ტამბურმაჟორი (გეორგ ბიუხნერი "ვოიცეკი", რეჟ. ლევან წულაძე); ილია აფანასევიჩ შამრაევი (ანტონ ჩეხოვი "თოლია", რეჟ. გიორგი (გოგი) ქავთარაძე); ლორდი (ფრიდრიხ შილერი "მარიამ სტიუარტი", რეჟ. გოჩა კაპანაძე); გერასიმე (ლაშა თაბუკაშვილი "მერე რა, რომ სველია სველი იასამანი", რეჟ.: რობერტ სტურუა, დავით ხინიკაძე); I მცველი (კარლო გოცი "ქალი-გველი", რეჟ.: რობერტ სტურუა, დავით საყვარელიძე); ვოლტიმანდი (უილიამ შექსპირი "ჰამლეტი", რეჟ. რობერტ სტურუა); მეორე აბჯროსანი (ბერტოლტ ბრეხტი "კავკასიური ცარცის წრე", რეჟ. რობერტ სტურუა); სერ ენდრიუ (უილიამ შექსპირი "შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ", რეჟ. რობერტ სტურუა); მცველი (ოსკარ უაილდი "ვარსკვლავბიჭუნა", დამდგმელი რეჟისორი რობერტ სტურუა, რეჟ. დავით მღებრიშვილი); ტრებონიუსი (უილიამ შექსპირი "იულიუს კეისარი", რეჟ. რობერტ სტურუა); მონაწილეა სპექტაკლებისა: "ლამარა" , "იაკობის სახარება", "შორაპნელი ქალბატონები", "სტიქსი", "ბედი ქართლისა"; თეატრალური სარდაფი: "აი ეს სკამი, აი ეს საწოლი", "ცხვირი", "სამგროშიანი ოპერა", "მარიო და ჯადოქარი". წყარო: რუსთაველის ეროვნული თეატრი: rustavelitheatre.ge; ეროვნული ფილმოგრაფიის არქივი: web.archive.org
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |