The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე სურგულაძე

კონსტანტინე სურგულაძე
Date of birth:14 July, 1971  (53 years)
Category:Diplomat

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა კიევის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი 1991 წელს; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით 1995 წელს. 1996 წელს ბირმინგემის უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით (ადამიანის უფლებები, დიდი ბრიტანეთი), ; ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემია (ნიდერლანდები) 1997 წელს .

1997-1998წწ. მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივ დეპარტამენტში;1998-2001წწ. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მესამე მდივანი; 2001-2005წწ. საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში − კონსული; 2005-2006წწ. საქართველოს საერთაშორისო ნავთობის კორპორაცია, თანამშრომლობა გაეროს პროგრამის ფარგლებში; 2006-2007წწ. შევრონ − ტექსაკოს წარმომადგენლობა საქართველოში,  გენერალური დირექტორი; 2007-2008წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი; 2009 წლიდან პოლიტიკური პარტიის "თავისუფალი დემოკრატების" აღმასრულებელი საბჭოს წევრი, რეგიონალური განყოფილების უფროსი; 2010-2011წწ. პოლიტიკური პარტია "თავისუფალი დემოკრატები"-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; 2012 წლიდან პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება" − ემიგრაციისა და დიასპორის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2012-2014 იყო საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში. 2014-2018წწ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში; 2018 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში – აკრედიტებული სან-მარინოსა და მალტის რესპუბლიკებსა და ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WEP). მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.150


Share: