The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით რაქვიაშვილი

დავით რაქვიაშვილი
Other name:დათუნა რაქვიაშვილი
Date of birth:16 July, 1968  (56 years)
Category:Geographer, Geologist, Public official

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1992 წელს.

2008-2010 წწ. იყო რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე; მონაწილეობდა ე.წ. ჟენევის დისკუსიებში, ინციდენტებზე რეაგირების და პრევენციის მექანიზმის მუშაობაში; თანათავმჯდომარეობდა საქართველო-აშშ სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის სამუშაო ჯგუფს; 2011-2013წწ. მუშაობდა საქართველოს დესპანად ამერიკის შეერთებულ შტატებში; კურირებდა საელჩოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ დეპარტამენტებს; აქვს არასამთავრობო და საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება. მრავალი წლის განმავლობაში ინსტიტუციურად ავითარებდა სათავგადასავლო ტურიზმს; 2000 წლიდან არის სამთო გამყოლთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი; არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის თანადამფუძნებელი და წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სამეთვალყურეო საბჭოს; საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი 2016 წლის 24 ოქტომბრიდან 2018 წლის 16 დეკემბრამდე; იგი ბოლო პიროვნება იყო ამ თანამდებობაზე; 2019 წლის 30 აპრილიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეიქმნა ეროვნული უსაფრთხოების საბჭო.

წყარო: საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს არქივი: web.archive.orgmetronome.ge


Share: