შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბეჟან ჯავახია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1978 წელს; ასპირანტურა 1986 წელს. 1979 წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს კულტურის სამინისტროში მეთოდისტად; 1986 წელს დაიცვა დისერტაცია მსოფლიო ისტორიის სპეციალობით; 1986 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შუა საუკუნეების კათედრაზე ჯერ მეცნიერ-თანამშრმლის, შემდეგ კი - დოცენტის თანამდებობაზე; 1990-1991 წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოხელი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი სენაკის №89 საარჩევნო ოლქიდან, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 2006-დან 2013 წლის მარტამდე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შუა საუკუნეების ისტორიის სრული პროფესორის თანამდებობაზე, ხელმძღვანელობდა შუა საუკუნეების ისტორიის დეპარტამენტს; 2013 წლის აპრილიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ისტორიის დოქტორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი: faculty.iliauni.edu.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.416 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |