The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ აბაშიძე

ოთარ აბაშიძე
დაბადების თარიღი:23 ივლისი, 1923
გარდაცვ. თარიღი:20 ივლისი, 1996  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დაბა ხარაგაულის სასაფლაო
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლაშე, ხარაგაულის რაიონი.

1941 წლიდან დაიწყო მოღვაწეობა კულტურის სფეროში; სხვადასხვა დროს იყო თეატრის მსახიობი, სამხატვრო ხელმძღვანელი, კულტურისა და დასვენების პარკის დირექტორი, კულტურის განყოფილების გამგე; 1961–1967წწ. იყო ხარაგაულის სახალხო თეატრის პირველი რეჟისორი; მისი რეჟისორობით ხარაგაულის თეატრის სცენაზე დაიდგა შემდეგი პიესები: კიტა ბუაჩიძის "მკაცრი ქალიშვილები", ნ. ანანიაშვილის და დ. როსტომაშვილის "პროფესია", ე. რანეტის "გზააბნეული შვილი", ნ. არეშიძის "შენ ჩემი შვილი არა ხარ", მ. გოგიაშვილის და ვ. პატარაიას "კომედიების საღამო", სიმონ მთვარაძის "სახსოვარი", ლ. მილორავას "კერპჯიუტა", ც. სოლოდარის "ერთი დღე აგარაკზე" და სხვა; ხარაგაულის სახალხო თეატრს მინიჭებული აქვს ოთარ აბაშიძის სახელი.

წყარო: ხარაგაული და ხარაგაულელები: kharagauli.ucoz.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: