The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია ხერხეულიძე

დაბადების თარიღი:20 ივლისი, 1879
გარდაცვ. თარიღი:1 სექტემბერი, 1924  (45 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი.
წარმომავლობით თბილისის გუბერნიის თავადთა ოჯახიდან; სხვადასხვა დროს მსახურობდა კიშინოვის 207-ე სარეზერვო ქვეით, მინსკის 54-ე ქვეით, ბალტინის 250-ე ქვეით პოლკში; 1914-1918წწ. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში; ომის ბოლოს იყო ბალტინის 250-ე ქვეით პოლკის კაპიტანი; 1915 წელს ბრძოლის ველზე დაიღუპა მისი ორი ოფიცერი ძმა: შტაბს-კაპიტანი გიორგი და პოდპორუჩიკი მიხეილი, ასევე სიძე (დის ქმარი) — იასონ ახვლედიანი; ფრონტის მოშლის შემდეგ, 1917 წელს ილია ხერხეულიძე ყარსიდან თბილისში დაბრუნდა; 1918 წლიდან იყო საქართველოს ჯარის პოდპოლკოვნიკი; თავი გამოიჩინა 1918 წლის დეკემბრის ომში სომხეთთან, როდესაც მონაწილეობდა ახალქალაქის მაზრის დაცვაში; 1919 წლის სექტემბერში დაითხოვეს ქვეითი ჯარის თადარიგში; 1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ დააპატიმრა აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით; იმავე წლის სექტემბერში დახვრიტეს. პოდპოლკოვნიკი (1918).

წყარო: რუსეთის საიმპერატორო არმიის ოფიცრები: ria1914.info

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1916 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი
  • 1916 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი

გააზიარე: