შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო თომაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისისსახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1996 წელს; ამავეუნივერსიტეტის ასპირანტურა 2000 წელს. 2001-2004 წწ. მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის ისტორიის კათედრაზე; 1998-2006 წწ. კითხულობდა ლექციებს თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის, ჟურნალისტიკის, ისტორიის ფაკულტეტებზე საქართველოს ისტორიასა და საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობასა და ისტორიოგრაფიაში ქართულ და რუსულ ენებზე; 2006-2007 წწ. მუშაობდა თბილისის ავიაციის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებულ პროფესორად; 2011-2013 წწ. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტში (GIPA) მსოფლიო ისტორიის ლექტორად; 2016-2017 წწ. საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიის ლექტორად; 2016 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საქართველოს ისტორიის კათედრის მოწვეულ პროფესორად; 2021 წლის აპრილიდან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლაში დიპლომატიის ისტორიის ლექტორად. მიღებული აქვს მონაწილეობა ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, არის სამი წიგნის (მათ შორის ერთი მონოგრაფიის) ავტორი, ორი წიგნის თანაავტორი, ერთი წიგნის მთავარი რედაქტორი, არის წიგნების "მარიამ ლორთქიფანიძე" (2016) და "ექვთიმე თაყაიშვილი" (2016) საგამომცემლო ჯგუფის წევრი; 2006-2008 წწ. იყო საგრანტო ნარომის "დამარცხებული საქართველო (თბილისის 1991-1992 წლების მოვლენები)" მენეჯერი; არის ავტორი 13 სამეცნიერო პუბლიკაციისა საქართველოსა და უცხოეთში. საკვლევი თემები: შუა საუკუნეების საქართველოს ისტორია, საქართველოს უახლესი ისტორია, საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობა და ისტორიოგრაფია, საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობები, ქართული კულტურის კერები საზღვარგარეთ. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "იერუსალიმის ჯვრის მონასტერი ისტორიოგრაფიასა და საზოგადოებრივ ცნობიერებაში" (ხელმძღვანელი პროფესორი ნათელა ვაჩნაძე), დაიცვა 2004 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |