Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
გიგა ბურდული
Legal name: | გიორგი ბურდული |
Date of birth: | 20 July, 1952 |
Date of death: | 2008 (at 55 years) |
Category: | Diplomat, Public official |
Biography
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
1996 წელს ხელმძღვანელობდა საქართველოს დელეგაციას "ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ" ხელშეკრულების განხილვის კონფერენციაზე (უშიშროების კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე, რეზო ადამიასთან, ერთად); მისმა საქმიანობამ საფუძველი ჩაუყარა 1999 წლის სტამბოლის ისტორიული ხელშეკრულების ხელმოწერას; 1999 წლის სტამბოლის სამიტის შემდეგ, ხელი მოაწერა ისტორიულ სტამბოლის ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციას უნდა გაეყვანა რუსული სამხედრო ბაზები ვაზიანიდან და გუდაუთადან 2001 წლის 1 ივლისამდე; 2002 წლის 8 - 10 აპრილს ხელმძღვანელობდა ათენში საქართველოსა და საბერძნეთს შორის პოლიტიკურ კონსულტაციებს, რომელთა მთავარი თემა საქართველო-საბერძნეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები და სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების მოგვარება; 2006 წლის დეკემბერში გახდა საქართველოს საგარეო ურთიერთობების საბჭოს ერთ-ერთი თანადამფუძნებელი; 2016 წლის ნოემბერში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ქართული დიპლომატიის დღეს, გიორგი ბურდული, სიკვდილის შემდეგ, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.
წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბილისი, 2021. გვ. 49
Awards and Honors
- 2016 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)
საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარმატებით განხორციელებისა და ქართული სახელმწიფოებრიობის გაძლიერების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
|