The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დოდო ათანელიშვილი

დოდო ათანელიშვილი
Legal name:იზოლდა ათანელიშვილი
Date of birth:5 September, 1938  (86 years)
Category:Inventor, Scientist, Technologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით ავტომატიკა და ტელემექანიკა 1961 წელს.

1968 წელს გაიარა ელექტრონული გამომთვლელი მანქანების კურსი, ქალაქი ლენინგრადის რადიო ელექტრონიკის სახალხო უნივერსიტეტში; 1975 წლის 24 დეკემბერს სამეცნიერო შრომისთვის "განუწყვეტელი დამამახსოვრებელი მოწყობილობების ტრანსფორმატორული სტრუქტურების ოპტიმიზაციის ზოგიერთი საკითხები", ი.ვ ლენინის სახელობის პოლიტტექნიკური ინსტიტუტის ქართველ მშრომელთა წითელ-ალმოსანი ორდენის საბჭომ მიანიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; არის 14 სამეცნიერო შრომისა და საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს გამოგონაბათა და აღმოჩენათა სახელმწიფო კომიტეტის მიერ დამტკიცებულ-დაპატენტებული 6 გამოგონების ავტორი; გამონებები: 1 - "ტრიგერი" (ნომრით 190940 დარეგისტრირებულია საბჭოთა კავშირის გამოგონებათა სახელმწიფო რეესტრში 1966 წლის 15 ნოემბერს), 2 - "გრძელვადიანი დამამახსოვრებელი მოწყობილობა" (ნომრით 296148 დარეგისტრირებულია საბჭოთა კავშირის გამოგონებათა სახელმწიფო რეესტრში 1970 წლის 3 დეკემბერს), 3 -"განუწყვეტელი დამამახსოვრებელი მოწყობილობა"-1 (ნომრით 468304 დარეგისტრირებულია საბჭოთა კავშირის გამოგონებათა სახელმწიფო რეესტრში 1974 წლის 25 დეკემბერს), 4 - "განუწყვეტელი დამამახსოვრებელი მოწყობილობა"-2 (ნომრით 490184 დარეგისტრირებულია საბჭოთა კავშირის გამოგონებათა სახელმწიფო რეესტრში 1975 წლის 8 ივლისს), 5 - "ოპტოელექტრონული განუწყვეტელი დამამახსოვრებელი მოწყობილობა" (ნომრით 496603 დარეგისტრირებულია საბჭოთა კავშირის გამოგონებათა სახელმწიფო რეესტრში 1975 წლის 28 აგვისტოს), 6 -"დამამახსოვრებელი მოწყობილობა" (ნომრით 526020 დარეგისტრირებულია საბჭოთა კავშირის გამოგონებათა სახელმწიფო რეესტრში 1976 წლის 28 აპრილს). ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.

Bibliography


Share: