The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ტყემალაძე

თამაზ ტყემალაძე
დაბადების თარიღი:29 ივლისი, 1949
გარდაცვ. თარიღი:6 დეკემბერი, 2021  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლელიანი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1969 წელს.

1967 წლიდა დაიწყო ლიტერატურულ-საგამომცემლო საქმიანობა; 1970-1972წწ. არქეოლოგიური ექსპედიციიების მეთაური; დასავლეთ საქართველოს სამშენებლო რაზმების მეთაური (1973); მონაწილეა ექსპედიციებისა: მყინვარწვერი, სამდინარო ექსპედიცია "ოქროს საწმისი", ველოგადარბენა: თბილისი - კახეთის რკალი; სანაოსნო: ალაზნის თავიდან - მინგეჩაურამდე; საცხენოსნო ექსპედიცია "თევდორე მღვდლის ნაკვალევზე"; 1976-1978წწ. ბათუმის გარნიზონის ოფიცერი, უფროსი ლეიტენანტი; 1978 წლის 15 ოქტომბრიდან რადიოს ლიტეტატურულ გადაცემათა რედაქტორი; ტელევიზიის ხალხური შემოქმედების მთავარი რედაქციის უფროსი რედაქტორი; ტელევიზიის ლიტერატურულ გადაცემათა განყოფილების გამგე; ტელევიზიის ლიტერატურისა და ხელოვნების მთავარი რედაქციის მთავარი რედაქტორი; 1979 წელს ვიტებსკის ოლქში მიაკვლია მირზა გელოვანის საფლავს; 1993-2004წწ. ტელერადიოს სახელმწიფო კომიტეტის კომენტატორი; ხალხური და ლიტერატურული ხელოვნების მთავარ რედაქციათა მთავარი რედაქტორი; ტელევიზიის გენერალური დირექტორის მოადგილე; მიმართულების მთავარი პროდიუსერი; 2013-2021წწ. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე; 2013 წლის სექტემბრიდან 6 თვის განმავლობაში ასრულებდა საზ. მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობას; ტელევიზიასა და რადიოში განხორციელებული პროექტები, საავტორო გადაცემები: რადიოთი გადაცემული მონოგრაფიები (ბარათაშვილი, ილია, აკაკი, ვაჟა, ალ. ყაზბეგი, ლადო ასათიანი, გალაკტიონი); ტელევიზიით: მომზადდა და ეთერში გაიცა 1000-მდე საათის ვიდეომასალს, 200-ზე მეტი ვიდეო ფილმი; საავტორო პროგრამები: ლიტ. ხელოვნების ტელეჟურნალი "ხომლი" - 1988 წლამდე, "ქრონიკები დიდი მამულიშვილის ცხოვრებიდან", "სათავეებთან", "დიალოგები", "შეხვედრები მცხეთაში", "შეხვედრები მაჩაბლის ქუჩაზე", "ლიხს იქით და ლიხს აქეთ", "ეს საქართველოა", "თბილისი", "შემოქმედებითი პორტრეტები", ვიდეო ფილმები ქართველ კლასიკოსებზე, ვიდეო ფილმები თბილისის ისტორიაზე, "ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს"; 1980 წლიდან ასწავლიდა თბილისის უნივერსიტეტში, რიგ უმაღლეს სასწავლებლებში, კითხულობდა "ქართული ლიტერატურის ისტორიას", "ჟურნალისტიკის ისტორიას"; საშუალო სკოლებში (161-ე, 51-ე, 26-ე საჯარო სკოლებში); 2006 წლიდან ასწავლიდა თბილისის სკოლა-კომპლექს "სადუნში". ყოველდღიური "ახალი ქართული გაზეთის" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი; გაზეთ "გლდანის" რედაქტორი; ჟურნალ "ფშავ-ხევსურეთის" რედაქტორი. მრავალი სტატიისა და წიგნის ავტორი.

წყარო: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი: lagodekhi.gov.ge; საქართველოს პრეზიდენტი: president.gov.ge; პირველი არხი: 1tv.ge.; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.11

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ქართული სულის" ფესტივალის საორგანიზაციო საბჭო, წევრი (2007-)
  • თამარ მეფის დარბაზი (ქ. ბათუმი), თანადამფუძნებელი
  • თამარ მეფის ფონდი, თანადამფუძნებელი
  • ილია ჭავჭავაძის პრემიების მიმნიჭებელი საბჭო, წევრი (1998-)
  • ილია ჭავჭავაძის ფონდი, თანადამფუძნებელი
  • რუსთაველის 850 წლისთავის საიუბიოლეო საბჭო, წევრი (2016-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული საბჭო, წევრი (2015-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2019 - ღირსების მედალი
    ქართული ტელევიზიის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის, ხანგრძლივი ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის
  • 2017 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2015 - საჩხერის საპატიო მოქალაქე
  • 2014 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი
  • 2014 - ლაგოდეხის საპატიო მოქალაქე
  • 2014 - ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია
  • 2014 - თბილისის მზრუნველი
  • 2000 - ყვარლის საპატიო მოქალაქე
  • 1993 - საპატიო ლელიანელი
  • 1989 - საქართველოს საუკეთესო მასწავლებელი
  • 1984 - ქალაქის საუკეთესო მასწავლებელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: