შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ამირან ხაბაზი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელ აჭყვისთავი, ქობულეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1984 წელს. 1979 წელს გამოიცა მისი ლექსების პირველი კრებული "შვიდფერი"; ავტორია კრებულებისა: "ჩურჩული" (1983), "მიწიდან ცისკენ" (1987), "ლექსის ფარდაგი" (1990), "სულ საქართველო მეძახდა" (1996), "თუთა გონიოს გალავანში" (1998), "ავტოპორტრეტი ფორთოხლებით" (2001), "ჯიშის სიმღერა" (პროზა, 2002), "ლექსის ქვეყანა" (2003), "ღმერთით, საქართველოვ, ღმერთით" (2008), "ვაზა-ავაზა" (2013). საერთაშორისო დამოუკიდებელ ჟურნალ "აიოს ქართლოსის" გადაწყვეტილებით, სომხურ-ქართული მეგობრობის განმტკიცებაში შეტანილი შეუფასებელი წვლილისათვის მიღებული აქვს წმინდა მესროპ მაშტოცის მედალი. აჭარის უმაღლესი საბჭოს ორი მოწვევის დეპუტატი. პროზაიკოსი. წყარო: საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.com; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.268; საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.102 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |