Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ამირან ხაბაზი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელ აჭყვისთავი, ქობულეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1984 წელს. 1979 წელს გამოიცა მისი ლექსების პირველი კრებული "შვიდფერი"; ავტორია კრებულებისა: "ჩურჩული" (1983), "მიწიდან ცისკენ" (1987), "ლექსის ფარდაგი" (1990), "სულ საქართველო მეძახდა" (1996), "თუთა გონიოს გალავანში" (1998), "ავტოპორტრეტი ფორთოხლებით" (2001), "ჯიშის სიმღერა" (პროზა, 2002), "ლექსის ქვეყანა" (2003), "ღმერთით, საქართველოვ, ღმერთით" (2008), "ვაზა-ავაზა" (2013). საერთაშორისო დამოუკიდებელ ჟურნალ "აიოს ქართლოსის" გადაწყვეტილებით, სომხურ-ქართული მეგობრობის განმტკიცებაში შეტანილი შეუფასებელი წვლილისათვის მიღებული აქვს წმინდა მესროპ მაშტოცის მედალი. აჭარის უმაღლესი საბჭოს ორი მოწვევის დეპუტატი. პროზაიკოსი. წყარო: საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.com; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.268; საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.102 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |