შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო მუმლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო ათწლედის ვოკალის ფაკულტეტი; თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი 2004 წელს. 2004 წელს დაიწყო მუშაობა თეატრალურ სარდაფში; 2006 წლიდან მუშაობდა ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში; 2007 წლიდან ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში; 2010 წლიდან თავისუფალ თეატრში. არის ტელეკომპანია "რეალ-TV"-ს დილის ეთერის წამყვანი; ფილმოგრაფია: "ჩვენი ოფისი" (ნუნუკა, 2008); "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს" (2008); "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2" (2009); "ჩემი ცოლის დაქალები"; "საზღვარზე" (2013). წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |