The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ესტატე მირიანაშვილი

ესტატე მირიანაშვილი
Other name:ესტატე შილდელი  (Pseudonym)
Date of birth:1866
Date of death:2 April, 1954  (at 88 years)
Category:Lawyer, Explorer, Publicist, Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კურდღელაური, თელავის რაიონი.

დაამთავრა თელავის სასულიერო სასწავლებელი 1881 წელს და სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში; მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი 1910 წელს.

ესტატე მირიანაშვილს აღწერილი აქვს სემინარიაში არსებული მდგომარეობა და სასტიკი რეჟიმი, რომელიც ხშირ შემთხვევაში სემინარიელებს ეკლესიისა და რელიგიის მიმართ უნდობლობას უჩენდა. 1887 წელს, სემინარიის დასრულების შემდეგ, ესტატე მირიანაშვილმა სასულიერო სასწავლებელში ზედამხედველად დაიწყო მუშაობა. პარალელურად ტომსკის უნივერსიტეტში შესასვლელად ემზადებოდა, მაგრამ მამის კატეგორიულ მოთხოვნას წინ ვერ აღუდგა და 23 წლის ესტატე სამხედრო მღვდლის, სოლომონ იმერლიშვილის უფროს ქალიშვილზე ნინოზე დაქორწინდა და მღვდლად ეკურთხა. 1891-1895 წლებში  ახალგაზრდა მღვდელი ახალციხეში მოღვაწეობდა. იგი უსასყიდლოდ ასწავლიდა ქართულ ენას ქალთა ადგილობრივ საქველმოქმედო ორგანიზაციაში, ბევრს მუშაობდა ქართული ძეგლების, მშობლიური ენისა და კულტურის შენარჩუნება-აღორძინების საკითხებზე, იბრძოდა ახალციხელ ქართველი კათოლიკეებისათვის წირვა-ლოცვის მშობლიურ ენაზე დაწესებისთვის, აქვეყნებდა სტატიებს ქართველ კათოლიკეებზე, ასევე სამცხე-ჯავახეთში ქართულ ძეგლებსა და ეპიგრაფიკულ წარწერებზე, რომელთაც, მიზანმიმართულად ანადგურებდნენ. 1895-1898 წლებში ესტატე მირიანაშვილმა სამღვდელო მსახურება ჯერ სალიანში (აზერბაიჯანის ერთ-ერთი რაიონი), ხოლო 1898-1905 წლებში განჯის რკინიგზის რაიონში გააგრძელა. 1905 წელს რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობისთვის მამა ესტატე დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. ნახევარწლიანი პატიმრობის შემდეგ მან საბოლოოდ თქვა უარი მღვდლობაზე და  მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ  მსახურობდა მოსამართლედ, გამომძიებლად. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მუშაობდა არბიტრაჟსა და ჟურნალ-გაზეთებში: "საბჭოთა სამართალი", "მებრძოლი ათეისტი", "რელიგიის წინააღმდეგ" და სხვ. წერდა სამართლის, ეკონომიკის, კულტურისა და რელიგიის საკითხებზე, განიხილავდა ეპოქის მძიმე სოციალურ ფონს. 2018 წელს გამოქვეყნდა ესტატე მირიანაშვილის წიგნი (საქართველოს ეროვნული არქივის გამოცემათა სერია "მოგონებები, მემუარები, ჩანაწერები" მეხუთე ტომი), მისი მოგონებები ძირითადად ასახავს მეფის რუსეთის ეპოქას და საინტერესოდ აღწერს საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობის წლებს. მოგონებების ერთი ნაწილი საბჭოთა პერიოდსაც მოიცავს. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწე სასულიერო პირი, შემდგომში იურისტი, ქართული კულტურის მკვლევარი.

წყარო: ესტატე მირიანაშვილის მოგონებები / ესტატე მირიანაშვილი.-თბ.,2018.-164გვ.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი (1906-)

Bibliography


Share: