შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ მაყაშვილი![]()
ბიოგრაფიასწავლობდა იუნკერთა სასწავლებელში, 19 წლისას საქართველო-სომხეთის ომში გამოჩენილი მამაცობისათვის მიღებული ჰქონდა "წმინდა გიორგის ჯვარი". ის პირველი იუნკერი იყო, რომელიც ქართულ სამხედრო სკოლაზე ბოლშევიკების თავდასხმის დროს, 21 წლის ასაკში დაიღუპა. გმირულად დაღუპული მიხეილ მაყაშვილის ცხედარი ქაშუეთის ტაძრიდან დიდი პატივით გადაასვენეს თელავში. პროცესიას მიუძღვოდა გენერალი გიორგი კვინიტაძე. 4 მაისს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ ფეხზე ადგომით მიაგო პატივი მიხეილ მაყაშვილის ხსოვნას. იუნკერთა სასწავლებელში სწავლობდა მისი ძმაც, ბეჟან მაყაშვილი, რომელიც მოგვიანებით ბოლშევიკებმა დააპატიმრეს და მოკლეს. სოლომონ მაყაშვილის შვილი, მარო მაყაშვილის ბიძაშვილი. იუნკერი. წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა": kvirispalitra.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |