შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკო გიგაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ყაზბეგი. ნიკო გიგაური რუსეთის არმიაში რუსეთ-იაპონიის ომის დროს გაიწვიეს. 1914 წელს იბრძოდა თურქეთის, 1915-1916 წლებში გერმანიისა და ავსტრიის წინააღმდეგ, 1917 წელს კი ბულგარეთის ფრონტზე. 1915 წელს დაიჭრა სოფელ ვეიდლიცთან. 1917 წელს მიიღო უმცროსი უნტერ-ოფიცრის, შემდეგ უფროსი უნტერ-ოფიცრის წოდება. 1917 წელს იბრძოდა კავკასიის მსროლელთა პოლკში. I მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში. 1918 წლიდან ნიკო გიგაური საქართველოს შეირაღებულ ძალებში ირიცხებოდა და 1918 წლიდან იცავდა დარიალის ხეობას. 1921 წლის თებერვალში რუსეთის წითელმა არმიამ ომის გამოუცხადებლად გადმოლახა საქართველოს საზღვრები. ბოლშევიკური არმია მიზანმიმართულად მიიწევდა წინ, ერთადერთ დაუპყრობელ მხარედ ხევი რჩებოდა, ხევს იცავდა ხევის სანაპირო (მოსაზღვრე) რაზმი და გვარდიის დუშეთის ბატალიონის ნახევარი, ჯამში 700-მდე მებრძოლი. ქართულ დაჯგუფებას, რომელიც არა მარტო დარიალს, არამედ ხევს იცავდა მთლიანად, მეთაურობდა პოლკოვნიკი სიმონ წერეთელი. 1921 წლის 16 თებერვალს რუსეთის მე-9, მე-11 არმიებმა და თერგის საარმიო გაერთიანებამ საქართველოს რამდენიმე მიმართულებით შეუტია; აფხაზეთის სანაპიროდან სოხუმისკენ მე-9 არმიის 31-ე დივიზია, ხოლო აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან თბილისისაკენ მე-11 არმია დაიძრა, ვლადიკავკაზიდან მამისონ-ქუთაისისა და ლარსი-კობის მიმართულებით კი თერგის საარმიო დაჯგუფება. 1921 წლის 18 მარტს, როცა საქართველო რუსეთის მიერ სრულად იქნა დაპყრობილი, თბილისიდან მიღებული ბრძანების შემდეგ დარიალის ხეობის დამცველებმა ბრძოლა შეწყვიტეს. ისე დასრულდა რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომი, რომ ერთ რუს ჯარისკაცს არ გადმოულახავს დარიალის კარიბჭე. 1921 წლის 18 მარტს ემიგრაციაში წავიდა ნოე ჟორდანიას მთავრობა, ამის შესახებ ნიკო გიგაურმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილისაგან შეიტყო და მისგანვე მიიღო ბრძანება ბრძოლის შეწყვეტის შესახებ. საქართველოში რუსულ-ბოლშევიკური დიქტატურა დამყარდა და დაიწყო საქართველოს 70-წლიანი ოკუპაციის პერიოდი. 100 ქართველის გმირობა დიდხანს იყო მივიწყებული, ამ ამბავს საგულდაგულოდ მალავდნენ კომუნისტები, არც ერთ წიგნში არ აღწერილა 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ეპოპეის დარიალის გმირ დამცველთა ამბავი. რუსეთის არმიაში დიდი დამსახურებისათვის ნიკო გიგაურს მიღებული ჰქონდა წმინდა გიორგის ჯვარი (III და IV ხარისხის ) და წმინდა გიორგის მედალი, ასევე მოოქროვილი საბრძოლო იარაღი. საბჭოთა პერიოდში რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული. წყარო: საქართველოს გმირი Georgian Hero / ნიკო გიგაური: youtube.com; dspace.nplg.gov.ge (გვ.10)
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |